ყირიმელმა თათრებმა რეფერენდუმი დაბლოკეს და დახმარება ისლამურ ორგანიზაციას სთხოვეს

ყირიმელმა თათრებმა რეფერენდუმი დაბლოკეს და დახმარება ისლამურ ორგანიზაციას სთხოვეს

ყირიმელი თათრების მეჯლისმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმელი თათრები ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას დახმარებას სთხოვენ ყირიმის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ყირიმელი თათრები, რომელთა წინააღმდეგაც საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა რეჟიმმა მე-20 საუკუნის წინააღმდეგ გენოციდი ჩაიდინა, კვლავ ტრაგედიის წინაშე დგანან.

"გთხოვთ, გამოიყენოთ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ავტორიტეტი და გავლენა, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის. მოგიწოდებთ, იყოთ სამართლიანი, ყირიმში მცხოვრები ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად", - ნათქვამია ყირიმელი თათრების მიმართვაში.

ყირიმში, ბახჩისარის რაიონში, რომელიც ძირითადად ყირიმელი თათრებით არის დასახლებული, მოსახლეობამ ავტონომიის რესპუბლიკის სტატუსზე რეფერენდუმი დაბლოკა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბახჩისარის რაიონში საარჩევნო უბნები არ არის შექმნილი.

როგორც ბახჩისარის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელმა, ილმი უმაროვმა ჟურნალისტებს განუმარტა, რაიონში საარჩევნო კომისიის ფორმირება ვერ მოხერხდა.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, უმაროვმა რაიონის მოსახლეობას გუშინ მოუწოდა, არ მიეღოთ მონაწილეობა რეფერენდუმში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა