თბილისში ყირიმის რეფერენდუმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ჩხუბი გაიმართა

თბილისში ყირიმის რეფერენდუმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ჩხუბი გაიმართა

თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაკავებულია ორი მოქალაქე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ორგანიზაცია "ევრაზიული არჩევანისა" და ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წევრები ერთმანეთს ფიზიკურად თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან დაუპირისპირდნენ. დაპირსპირების მიზეზი "ევრაზიული არჩევანის" მიერ ყირიმის რეფერენდუმის მხარდაჭერა გახდა.

ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია. საელჩოს ტერიტორია უკვე დატოვეს რეფერენდუმის მომხრეებმა. "ევრაზიული არჩევანის" აქციას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი უჭერდა მხარს და ტერიტორია მათ სამართალდამცველების დახმარებით დატოვეს.

დღეს თბილისში ორი აქცია იმართებოდა. "თავისუფალი ზონის" წევრები ყირიმის რეფერნდუმს აპროტესტებდნენ. "ევრზიული არჩევანის" აქცია კი რეფერენდუმის მხარდასაჭერად დაიგეგმა.

ჩხუბი რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მას შემდეგ დაიწყო, რაც "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელმა ევრაზიული არჩევანის ბანერი დახია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ