ქუთაისელი ლამაზმანი, რომელსაც ანჯელინა ჯოლისა და შორენა ბეგაშვილს ამსგავსებენ

ქუთაისელი ლამაზმანი, რომელსაც ანჯელინა ჯოლისა და შორენა ბეგაშვილს ამსგავსებენ

ეკა ქუთათელაძე სოციალურ ქსელში აღმოვაჩინეთ. "ფეისბუქის" სხვადასხვა გვერდზე ეკას ფოტოები დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას ხან ანჯელინა ჯოლის ამსგავსებენ, ხანაც - შორენა ბეგაშვილს. ეკა ნამდვილად ლამაზია და დარწმუნებული ვართ, მისი კარიერა მოდელობით რომ გაგრძელებულიყო, დღეს ბევრ ქართველ ვარსკვლავზე წარმატებული და პოპულარული იქნებოდა. წარმოშობით ქუთაისიდან გახლავთ. იქ დაიბადა, გაიზარდა და წლების შემდეგ სასწავლებლად თბილისში ჩამოვიდა. მისი ცხოვრება და კარიერა ისე წარიმართა, რომ დღეს ისევ მშობლიურ ქალაქში ცხოვრობს და რვა წლის ნიას ზრდის.

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. 30 წლის ვარ. რვა წლის ნია მყავს, მეუღლეს გაშორებული ვარ და ქუთაისში მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ქალაქში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწავლა ვეღარ გავაგრძელე და თბილისში გადმოვიტანე საბუთები ეკონომიკის განხრით. სწორედ იმ პერიოდში მთხოვა მეგობარმა, რომ სოფო ჭყონიას სამოდელო სააგენტო "ამსა"-ში მივსულიყავი და ბედი მეცადა. გარკვეული პერიოდი მოდელად ვმუშაობდი, მქონდა კარგი "პაეზდკები", იტალიაშიც ვიყავი. შემდეგ კონტრაქტი დავარღვიე, რადგან ორსულობა არ შეიძლებოდა. სააგენტოდან წამოვედი და ჩვეულებრივ გავაგრძელე ცხოვრება. წლების შემდეგ უკვე ქუთაისში ვცხოვრობდი, როდესაც არაჩვეულებრივ ქალბატონს, მანანა გოგლიჩიძეს შევხვდი, რომელსაც სურვილი ჰქონდა, ქუთაისში მოდის სახლი გახსნილიყო. ახლა იქ ვმუშაობ, მენეჯერი ვარ. თან, დამწყებ მოდელებს ვეხმარები, სიარულს ვასწავლი. ამავე დროს ვეძებ კარგ გოგონებს (იცინის).

- ოჯახი რა ასაკში შექმენი?

- მაშინ 19 წლის ვიყავი. თბილისში გავთხოვდი, სიყვარულით. ერთმანეთს სამ წელიწადში დავშორით. აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან მას ახლა არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს.

- შენი ფოტოები რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე, მახსოვს, შორენა ბეგაშვილს გამსგავსებდნენ.

- არა, შორენა ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ არ ვგავარ.

- ეკა, ყველაფერი ბუნებრივი გაქვს? პლასტიკური ოპერაცია თუ გაგიკე-თებია?

- არაფერი, მხოლოდ ტუჩის კონტური.

- შენს ქალაქში პოპულარული იქნები...

- გამოვდივარ ჩვენებებზე, ახლახან ერთ რეკლამაშიც გადამიღეს. ტელევიზიიდან სერიოზული შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მქონია, ისე, ვიფიქრებდი... ადრე ქუთაისის ტელევიზიაში შემომთავაზეს მუშაობა, მაგრამ არ დავთანხმდი.

- დარწმუნებული ვარ, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება.

- დიახ, თუმცა ჯერჯერობით არავინ მოდის ჩემს გულთან ახლოს (იღიმის).

- დედმამიშვილები გყავს?

- დიახ, ჩემი და მადრიდში ცხოვრობს. მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ძალიან ბედნიერი ოჯახი აქვს. ჩემი ძმაც მადრიდშია.

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება