ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავები პოლონეთისა და რუმინეთის თავზე პატრულირებას იწყებენ

ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავები პოლონეთისა და რუმინეთის თავზე პატრულირებას იწყებენ

ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავები, AWACS-ის სარადარო სისტემით პოლონეთისა და რუმინეთის თავზე პატრულირებას იწყებენ, რათა უკრაინაში სიტუაციას დააკვირდნენ, - "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ალიანსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

"ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ნატო-ს თვითმფრინავებმა პატრულირება უკრაინაში არსებულ ვითარებაზე დაკვირვების მიზნით დაიწყონ. ყველა სადაზვერვო ფრენა ალიანსის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეში ჩატარდება", - აღნიშნა ნატო-ს წარმომადგენელმა. მისივე თქმით, პირველი ფრენა უახლოეს დღეებში იგეგმება.

მომზადებულია liga.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა