ბიჭი ღამის კლუბში ცუდად ცეკვის შედეგად დააპატიმრეს

ბიჭი ღამის კლუბში ცუდად ცეკვის შედეგად დააპატიმრეს

პოლიციის ოფიცერმა ავსტრალიაში ღამის კლუბიდან ცუდად ცეკვისთვის გამოგდებული 20 წლის ახალგაზრდა კაცი დააპატიმრა. ახალგაზრდა ავსტრალიის ქალაქ დარვინიდანაა.

"ზოგიერთმა არ უნდა დალიოს და არ უნდა იცეკვოს", - ამბობენ პოლიციაში.

მამაკაცი იმისთვის დააპატიმრეს, რომ ღამის კლუბიდან გამოგდების შემდეგ, გაბრაზებულმა პოლიციის ავტომანქანა დააზიანა. პოლიციის ინსპექტორმა ლუის იორგენსენმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ ახალგაზრდა პოლიციის საკუთრების დაზიანების გამო დააკავეს.

"ახალგაზრდა მთვრალი იყო და ძალიან გაღიზიანდა, როდესაც თხოვეს, რომ ღამის კლუბი თავზეხელაღებული ცეკვისთვის დაეტოვებინა", - ამბობს ის. 

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს