რა უნდა ექნა ნოე სულაბერიძეს, "ორი ვარსკვლავი" რომ უფრო ყურებადი ყოფილიყო - მოროშკინას რჩევები

რა უნდა ექნა ნოე სულაბერიძეს, "ორი ვარსკვლავი" რომ უფრო ყურებადი ყოფილიყო - მოროშკინას რჩევები

სოზარ სუბარის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ორი ვარსკვლავის" პროდუსერ ნოე სულაბერიძეს პიარტექნოლოგის სახელით, რჩევებს აძლევს.

"რჩევები პიარტექნოლოგისგან:)

ხომ იცით, ზოგადად ჩემი ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება ყველანაირი სიახლის მისამართით? ესე იგი ეჭვი არ შეგეპარებათ, რომ მხოლოდ კეთილი რჩევით შემოვიფარგლები და არამც და არამც კრიტიკით.

რა უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული:

1. ტექნიკური გაუმართაობა (აი უკვე მეორე გადაცემა)

2. მონაწილეთა მინიმალური მუსიკალური მონაცემები

3. არანაირი დამხმარე შოუ ელემენტები, მით უმეტეს რომ ხშირად უნიჭო და უადგილო

4. ასაკობრივი ცენზი - 35 წელი, (ამ შემთხვევაში გაურკვეველია არაადექვატურობა ასაკის ბრალია, თუ....)

5. წამყვანების ნაკლები აკადემიურობა

6. მეტი ინფორმაცია შესრულებული კომპოზიციის შესახებ. "გუგლი" მეგობრებო, "გუგლი"!!!

კი ბატონო შოუ მანც ყურებადია, მაგრამ ამ პრინციპით კიდევ უფრო ყურებადი იქნებოდა, ეკა ხოფერიას ეჭვიანობის სცენა რომ მოეწყო, წყალბურთელის მეწყვილის თამამი კაბა, კიდევ უფრო რომ "გათამამებულიყო", ანრის რომ ტუალეტში მიკროფონი ჩართული დარჩენოდა, ნინა წკრიალაშვილს ის შამპანური ვახო ბიძიასთვის თავზე რომ დაეფშხვნა (ერთი მომენტი მომეჩვენა, რომ ასეც აპირებს:)! და თეონას რომ ბოლომდე ეთქვა ის ფრაზა, რომელიც წამოიწყო! აი მაშინ იქნებოდა შოუ!!!

მიყვარხართ და ვგულშემატკივრობ თითოეულს!!!", - წერს მოროშკინა.

პოსტს ტელეწამყვანი ეკა ხოფერია გამოეხმაურა, რომლის მეუღლე, ექიმი მიშა ხუჯაძე კონკურსის ერთ-ერთი მონაწილეა. 

ეკა ხოფერია: რა გინდა, მე კი მოვკვდი ნერვიულობით)

ლალი მოროშკინა: გეტყობოდა! იცი რა ვერ გავიგე??? რატომ არ უნდათ სიამოვნების მიღება? რატომ ბოღმაობს ერი? გეფიცები ძალიან ვერთობი... მიშკაც ძაან ობრაზშია!!!

ეკა ხოფერია: აი, მიშკა მართლა ერთობა))))

შეგახსენებთ, გუშინ "ტელე-იმედის" ეთერში მეგა-შოუ - "ორი ვარსკვლავის" მეორე ტური შედგა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს