ინტიმური ცხოვრება და წელის ტკივილი

 ინტიმური ცხოვრება და წელის ტკივილი

სექსუალური პრობლემები, რომლებიც წელის ტკივილთანაა დაკავშირებული, შესაძლოა, უფრო ფართოდ იყოს გავრცელებული, ვიდრე ექიმებს  ჰგონიათ, უბრალოდ, პაციენტები ამაზე ლაპარაკს ერიდებიან, და თუ ექიმი ამის შესახებ არ გკითხავთ, ჯობს, თავად წამოსწიოთ ეს თემა.

ტკივილი წელის მიდამოში სქესობრივ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. ადამიანმა ძლიერი ტკივილის შიშით შესაძლოა თავი აარიდოს ინტიმურ ურთიერთობას და თუ პარტნიორმა ვერ მოისმინა დამაჯერებელი ახსნა, გადაწყვიტოს, რომ მისდამი ინტერესი დაკარგეთ, რასაც ხშირად ურთიერთობის და­ძაბვა მოსდევს.

ამიტომ წელის ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებმა პირადი პრობლემები უნდა განიხილონ როგორც პარტნიორებთან, ისე ექიმებთან ერთად. ჩვეულებრივ, სქესობრივი პრობლემები იმ ადამიანებს უჩნდებათ, რომლებიც ართრიტის ან დისკების პრობლემებით გამოწვეული წელის ქრონიკული ტკივილებით იტანჯებიან. თუმცა პრობლემებმა შესაძლოა ოპერაციის შემდეგაც იჩინოს თავი. მაგრამ ზურგისა და წელის მიდამოში ქრონიკული ტკივილის არც ერთი სახე არ გამორიცხავს აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას.

გული გადაუშალეთ პარტნიორს

დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თემაზე პარტნიორთან საუბარს. პაციენტებს ხშირად ერიდებათ უთხრან პარტნიორს, რომ ძლიერი ტკივილის გამო არ სურთ სექსი. პოზის შეცვლაზე საუბრისაც კი რცხვენიათ (ტკივილმა ნაკლებად რომ შეაწუხოთ). ზურგისა და წელის მიდამოს ქრონიკული ტკივილი ხასიათის შეცვლას და ხშირად დეპრესიასაც კი იწვევს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას ხელს არ უწყობს. თუ პარტნიორები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე იშვიათად ეძლევიან სიყვარულს, ამით არა მარტო ურთიერთობა, არამედ ერთმანეთისადმი ნდობაც ზარალდება. მაგალითად, პარტნიორმა შესაძლოა იფიქროს, რომ ინტიმურ სიახლოვეზე უარს ტკივილის გამო კი არ ეუბნებიან, არამედ სხვა პარტნიორის ყოლის გამო. ხშირად თავად პარტნიორი შიშობს, საყვარელ ადამიანს ზედმეტი ტკივილი არ მიაყენოს. მაგრამ თუ ადამიანები ღიად განიხილავენ ერთმანეთთან საკუთარ პრობლემებს, გაუადვილდებათ ალტერნატივის პოვნა, რათა შეინარჩუნონ სქესობრივი აქტივობა და დატკბნენ ერთმანეთთან ურთიერთობით.

მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები

თუ ზურგი ან წელი გტკივათ, შესაძლოა დაგეხმაროთ ტკივილგამაყუჩებლის მიღება სექსის (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დატვირთვის) წინ. თუ ზურგის მიდამოში სპაზმები გაქვთ, ურიგო არ იქნება ცხელი შხაპის მიღება - ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფიზიკური დატვირთვის დროს, კუნთების დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მათი გახურება. ცხელი შხაპის გარდა, მტკივან ადგილზე ყინულის დადებაც შეიძლება - ყინული ამცირებს კუნთების დაჭიმულობას და გადაძაბვას.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს