მაია ნიკოლეიშვილი - ქართველი ექსპერტების დასკვნით, ზურაბ ჟვანიას დაზიანება მხოლოდ ტუჩის მიდამოში აღენიშნებოდა

მაია ნიკოლეიშვილი - ქართველი ექსპერტების დასკვნით, ზურაბ ჟვანიას დაზიანება მხოლოდ ტუჩის მიდამოში აღენიშნებოდა

დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ამსახველ ფოტომასალასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

როგორც ნიკოლეიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ქართველი ექსპერტების დასკვნის მიხედვით, ზურაბ ჟვანიას დაზიანება მხოლოდ ტუჩის მიდამოში აღენიშნებოდა.

"ზურაბ ჟვანიას მხოლოდ ტუჩის მიდამოში ჰქონდა სისხლნაჟღენთი და ნასკდომი. სხვა დაზიანება მას არ აღენიშნებოდა. არც ერთი დაზიანება არ ჰქონია უსუპოვს. ასეთია ქართველი ექსპერტების მიერ დაწერილი დასკვნა", - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ფოტოები, სახელწოდებით "სააკაშვილი მკვლელი" გავრცელდა. ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ.

ფოტომასალა "იუთუბიზე" ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ