გიორგი ბარამიძე ჟვანიასა და იუსუპოვის ფოტომასალის გავრცელებას ხელისუფლების სპეკულაციად აფასებს

გიორგი ბარამიძე ჟვანიასა და იუსუპოვის ფოტომასალის გავრცელებას ხელისუფლების სპეკულაციად აფასებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრების ამსახველი ფოტომასალის გავრცელებას ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციად და ცილისწამებად აფასებს. მისი თქმით, ხელისუფლებას როგორც კი პოლიტიკურად გაუჭირდება, ცდილობს ახალ თემად შემოაგდონ ის მასალები, რაც დიდი ხანია აქვს.

"ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების დასრულება მთლიანად ხელისუფლების ხელშია და პოლიტიკური სპეკულაციისა და ცილისწამების გავრცელების მიზნით, როცა კი პოლიტიკურად გაუჭირდებათ, ცდილობენ ახალ თემად შემოაგდონ ის მასალები, რაც პროკურატურას დიდი ხანია აქვს. კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვითხოვ მთავრობისაგან, დასრულდეს გამოძიება და უთხრან საზოგადოებას სიმართლე. ეს ახლა ამ მთავრობის პასუხისმგებლობაა. დაასვენეთ ზურა საფლავში და მორჩით მისი სახელით და გარდაცვალების თემით ბინძურ სპეკულაციას", - აცხადებს ბარამიძემ.

გუშინ, სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა სახელწოდებით "სააკაშვილი მკვლელი".

ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტოები.

გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

ფოტომასალა youtube-ზე ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა