საქართველოში 13-16 წლის გოგონები იძულებით გათხოვებას თვითმკვლელობით აპროტესტებენ (+ვიდეო)

საქართველოში 13-16 წლის გოგონები იძულებით გათხოვებას თვითმკვლელობით აპროტესტებენ (+ვიდეო)

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, 16 წლის გოგონამ, რომელსაც ოჯახი იძულებით ათხოვებდა, თავი მოიკლა. გოგონას ახლობლები მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. მომხდარში კი გოგონას მამას ადანაშაულებენ. როგორც ირკვევა, აღნიშნული შემთხვევა სოფელში პირველი არ არის და ადრეულ ასაკში ქორწინების თავიდან ასაცილებლად, გოგონები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ხშირად ასრულებენ.

ყარაჯალის სკოლის დირექტორის, ელზა აშიროვას ინფორმაციით, იგივე მიზეზით, სოფელში თვითმკვლელობა 2013 წელსაც მოხდა. ამ შემთხვევაშიც მშობლებმა გადაწყვიტეს, ბავშვი თანასოფლელ მამაკაცზე გაეთხოვებინათ. გოგონა, რომელიც მე-10 კლასის მოსწავლე იყო, გათხოვებაზე უარს ამბობდა.

2012 წელს მე-8 კლასის მოსწავლის გადარჩენა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეძლეს. 13 წლის გოგონამ თვითმკვლელობის მიზნით, დიდი რაოდენობით მედიკამენტები დალია. მას შეყვარებული ჰყავდა, მშობლებს კი მისი გათხოვება სხვა, ეკონომიურად შეძლებულ მამაკაცზე უნდოდათ.

"მშობლებისთვის მთავარია ეკონომიური მდგომარეობა. თუ შეძლებულია, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეების სათხოვნელადაც რომ მივიდნენ, მშობელი თანხმდება და ათხოვებს. გასულ წელს გვქონდა ასეთი შემთხვევა, 13 წლის გოგონა გაათხოვეს. ამ ასაკიდან იწყება. შარშან 5 გოგო არ გამოუშვეს სკოლაში, გათხოვების მიზნით", - ამბობს სკოლის დირექტორი.

იხილეთ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვიდეომასალა

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია