"ეს არის ჩვენი ტოლერანტობა" - ნინია კაკაბაძე ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის დაჯილდოებაზე

"ეს არის ჩვენი ტოლერანტობა" - ნინია კაკაბაძე ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის დაჯილდოებაზე

კინომცოდნე და ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძისთვის საერთაშორისო ჯილდოს გადაცემის ფაქტს ეხმაურება და ქართულ მედიას ამ მოვლენისადმი უყურადღებობის გამო აკრიტიკბს.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ძალიან საამაყო ჯილდო მიიღო ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეა სხვათა შორის და სამარცხვინოა, რომ ფაქტიურად არ გაშუქებულა მედიაში. ეს არის ჩვენი ტოლერანტობა რელიგიური უმცირესობების მიმართ. შორენა თეთრუაშვილს რომ მიეღო რამე ჯილდო, ასე გავაშუქებდით?

P.S. ეს კონკრეტული დღე მათ ეკლესიაში კი მხოლოდ ტელეკომპანია "ტაბულამ" გააშუქა", - წერს კაკაბაძე.

18 მარტს თბილისის მშვიდობის საკათედრო ტაძარმა (საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია) ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძის "მამაცი ქალის საერთაშორისო ჯილდოთი" დაჯილდოება იზეიმა.

მეუფე რუსუდანი სულ რამდენიმე დღეა დაბრუნდა ვაშინგტონიდან, სადაც იგი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით იმყოფებოდა. ამერიკაში ვიზიტის დროს მეუფე რუსუდანს "საერთაშორისო მამაცი ქალის ჯილდო" (International Women of Courage) ამერიკის პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ და სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჰეზა ჰაიგინბოტომმა გადასცეს.

მეუფე რუსუდანი პირველი ქართველი ქალია, რომელიც ამ პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი გახდა. მეუფეს ეს ჯილდო "გენდერული თანასწორობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს უმცირესობების უფლებების დაცვისათვის, რელიგიური თავისუფლების მისაღწევად გაწეული ბრძოლისათვის, განსაკუთრებით საქართველოს მუსლიმური უმცირესობისათვის და საქართველოს ლგბტ თემის უფლებებზე საუბრისათვის მიანიჭეს".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს