6 რამ, რასაც ბედნიერი ადამიანი არ აკეთებს

6 რამ, რასაც ბედნიერი ადამიანი არ აკეთებს

წარმოგიდგენთ იმ თვისებების ჩამონათვალს, რომელიც ბედნიერ ადამიანებს ახასიათებთ. მაშ ასე, ბედნიერი ადამიანები არასოდეს:

1. ცხვირს არ ყოფენ სხვის საქმეში

დაივიწყეთ ის, თუ რას აკეთებენ სხვები. თქვენ თქვენი ცხოვრების გზა გაქვთ. ზოგჯერ ადამიანი თავდაჯერებული არ არის - საკუთარ თავს იმ მოთხოვნილებების მიხედვით აფასებს, რომელსაც საზოგადოება მას უყენებს. ისინი ყურს უგდებენ სხვების აზრს, ნაცვლად საკუთარისა. არ არის საჭირო საკუთარი თავი სხვებს შეადაროთ, მოუსმინეთ შინაგან ხმას და დაკავდით საკუთარი საქმით.

2. სხვებში საკუთარი ღირსებების მტკიცებულებებს არ ეძებენ

როცა თქვენ კმაყოფილი იქნებით საკუთარი თავით, როცა არ დაიწყებთ სხვებთან მეტოქეობას, რათა დაამტკიცოთ თქვენი პერსონის მნიშვნელობა, ყველა პატივისცემით შემოგხედავთ.

3. საკუთარ ბედნიერებაზე პასუხისმგებლობას სხვა ადამიანებს ან გარეფაქტორებს არ აკისრებენ

რაც უფრო სწრაფად მოეშვებით იმაზე ფიქრს, რომ თქვენს ბედნიერებაზე ვინმე ან რამეა პასუხისმგებელი, მით მალე გახდებით ბედნიერი. ბედნიერება ან უბედურება დამოკიდებულია თქვენს მსოფლმხედველობაზე.

4. წარსულის წყენას გულში არ იდებენ

დღევანდელი დღე იყოს ის მომენტი, როცა თქვენ მოეშვებით წარსულის აჩრდილების დევნას. ის, რაც წარსულში გადაგხდათ, თქვენი ცხოვრებისეული წიგნის მხოლოდ ერთი თავია. თუკი ამ მომენტს არ დაძლევთ, ეს შეგრძნება მთელი ცხოვრება გაგყვებათ და ტკივილს ყოველ ჯერზე მოგაყენებთ. ამიტომ ნუ მიეჯაჭვებით წარსულის პრობლემებს.

5. არ ატარებენ დიდ დროს ნეგატიურ მდგომარეობაში

არ შეიძლება მიიღოთ სწორი, პოზიტიური გადაწყვეტილება, თუკი ამისთვის ხელისშემშლელ ვითარებაში იმყოფებით.

6 არ ეწინააღმდეგებიან სიმართლეს

ადამინი საშინელ ხაფანგში ექცევა, როცა მთელ ცხოვრებას იმის სწავლაში კარგავს, როგორ ისწავლოს მოტყუება. თუკი თქვენ სიმართლეს წინააღმდეგობას გაუწევთ, ტყუილი ყოველდღიურად თქვენს დევნას დაიწყებს. სჯობს გაჩუმდეთ, ვიდრე მოიტყუოთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს