ნინი დედალამაზიშვილი დანგრეულ ოჯახსა და თავისუფლებაზე

ნინი დედალამაზიშვილი დანგრეულ ოჯახსა და თავისუფლებაზე

ნინი დედალამაზიშვილისა და კოტიკო ყიფიანის ოჯახი რომ შეიქმნა, "რეიტინგი" პირველი ჟურნალი იყო, რომელიც მათ ეწვია და ამ სიახლის შესახებ საკუთარ მკითხველს ამცნო. სამწუხაროდ, ნინი და კოტიკო დაქორწინებიდან ძალიან მალე დაშორდნენ ერთმანეთს. ჩვენი რესპონდენტი ახლა თავის საქმიანობასა და პატარაზეა გადართული და თავს ძალიან კარგად გრძნობს.

- ნინი, შენი ელენე ერთი წლის გახდა და ფოტოებიდან, რომლებიც "ფეისბუქზე" განათავსე, ჩანს, რომ განსაკუთრებულად აღგინიშნავთ.

- არსებობს სტერეოტიპი, რომ პატარის ერთი წლის შესრულება არ უნდა აღნიშნო, მაგრამ დედაჩემი გიჟდება ასეთ რიტუალებზე. ელენეს ტორტი მოუტანა, სადღესასწაულო ქუდები დავიხურეთ და აღვნიშნეთ. მართალია, ელენემ ვერაფერი გაიგო, მაგრამ დაბადების დღე მაინც გადავუხადეთ. ბევრი საჩუქარი მიიღო და ამაზე გაგიჟდა. უკვე დაიწყო რაღაცების აღქმა. ათი თვის იყო, კიევში, ევრომაიდანზე რომ აიდგა ფეხი, ასე ვხუმრობთ ხოლმე, იქ ვიყავით ახალ წელს. სხარტი ბავშვია და ძალიან საყვარელი.

- ამას წინათ "იავნანას" კონცერტზე გამოხვედი. ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინე, ხარ "მგზავრების" წევრი თუ არა?

- (იცინის) ძალიან კარგი შეკითხვაა. ვარ ამ ჯგუფის წევრი, ოღონდ უფრო პროდიუსინგის, პიარისა და დაგეგმარების კუთხით. "იავნანას" 10 წლის იუბილეზე კი სპონტანურად გამოვედი. გიგიმ მთხოვა, აუცილებლად უნდა იმღეროო. მე მაინც მგონია, არ მაქვს ისეთი ხმა, რომ სცენაზე ვიდგე. ამას განსაკუთრებით მას შემდეგ ვფიქრობ, რაც სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსში გამომსვლელებს ვუყურებ. იმდენად მაგარი მომღერლები არიან, რომ სირცხვილია, რადგან მე მაქვს შესაძლებლობა, ჯგუფში ვიმღერო, ამით ვისარგებლო. პიარი ბევრად კარგად გამომდის, ვიდრე სიმღერა. "იავნანას" კონცერტზე იმიტომ გამოვედი, რომ იმ სიმღერაში ადრე ვმღეროდი. თან, თანხა უნდა გამომეცხადებინა. ძალიან მაგარი იყო...

შეიძლება ითქვას, ამ ჯგუფში არ ვირიცხები, რადგან გიგის კონცერტები ძირითადად საზღვარგარეთ აქვს და მე ელენეს გამო ასე აქტიურად ვერ ვივლი. თუმცა, რას გაიგებ, ჩვენთან ყველაფერი სპონტანურად ხდება. მაგალითად, შეიძლება, "მგზავრების" კონცერტზე როგორც მაყურებელი, ისე მივიდე და უცბად გიგიმ დაიყვიროს, ნინი, ამოდი სცენაზეო. მეც ავიდე და ვიმღერო, თუმცა ეს თავისთავად იმას გულისხმობს, რომ რეპეტიცია არ მაქვს გავლილი. მერე ხშირად უკმაყოფილო ვრჩები. ასე რომ, ზოგადად, მირჩევნია, საქმე ვაკეთო კადრს მიღმა, ვიდრე ვიყო სცენაზე და არ იყოს მაღალი დონე.

- "მგზავრების" კონცერტმა როგორ ჩაიარა?

- "ივენთ ჰოლში" გვქონდა კონცერტი. ვნერვიულობდით, რადგან იმ დღეს ბევრი სხვა ღონისძიებაც იმართებოდა. დიდი ხანია, თბილისში კონცერტი არ გვქონია და მაინც ვღელავდი, მაგრამ როცა გავიხედე და ფილარმონიის გადავსებული კიბეები დავინახე, მივხვდი, რომ სანერვიულო არაფერი გვქონდა. ინტერნეტში დევს ვიდეოები, ფოტოები, როგორ კარგად ჩაიარა კონცერტმა. სხვათა შორის, კლუბური სივრცე "მგზავრების" მუსიკას ბევრად მოუხდა, რადგან ჩვენი მსმენელები სულ წერდნენ ხოლმე, ცეკვა გვინდოდა და ვერ ვიცეკვეთო, როცა კონცერტები ფილარმონიის დიდ დარბაზში ტარდებოდა. კლუბში კი ყირაზე გადავიდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით (იღიმის).

- ახლა რას აკეთებენ?

- კონცერტები აქვთ უკრაინის თითქმის ყველა ქალაქში, იწვევენ ცნობილ გადაცემებში, კონცერტი ჰქონდათ მოსკოვშიც. ძირითადად, სულ იქით არიან. აქ, მგონია, რომ არც არაფერი ხდება, რომ მონაწილეობა მიიღონ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება