კალმახელიძეს შიშველი მამაკაცის ნახვა ასე თუ უნდოდა, მოსულიყო და ისე ვაჩვენებდი-მეთქი - რას იხსნებს ცოტნე გამსახურდია

კალმახელიძეს შიშველი მამაკაცის ნახვა ასე თუ უნდოდა, მოსულიყო და ისე ვაჩვენებდი-მეთქი - რას იხსნებს ცოტნე გამსახურდია

ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე "ფეისბუქის" პირად გვერდზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის განცხადებას პასუხობს, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილის შესახებ გააკეთა.

"ამას უსმინეთ ერთი... ამ პროკურატურას რა ვუთხარი, რომ ეს გარეწარი დედაკაცი ხმას იღებს! ერთ ისტორიასაც მოგიყვებით.

როდესაც ფაქტობრივად წერილების გატანისათვის (რომელთაგან ყველა ოფიციალური და საჯარო იყო) ხუთი წელი დამიმატეს ამ არამზადებმა, გახსოვთ ალბათ კადრები, როცა ტრუსის ამარა პაპანაქება ზაფხულში სამარტოვო საკნის რკინის კარს იქიდან ვდგავარ და პროვოკატორ კონტროლიორს ჩუმად ვესაუბრები იქაურ სიტუაციაზე. ეს კადრები ნაცფარჩაკებმა თავის ჭკუით დისკრედიტაციისათვის გაასაჯაროვეს. ჰოოდა, სააპელაციო სასამართლოზე მოსამართლეს ვეუბნები: კი მაგრამ, ხათუნა კალმახელიძეს ან თქვენ შიშველი მამაკაცის ნახვა ასე თუ გინდოდათ, მოსულიყავით და ყველაფერს ისე გაჩვენებდით, ე ამდენი დავიდარაბა რაღა საჭირო იყო-თქო :))))))

რა თქმა უნდა კახური აქცენტით :))))", - წერს გამსახურდია.

ხათუნა კალმახელიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთადერთია, ვინც ყოველგვარი შიშის გარეშე ებრძვის რუსეთს. მისი თქმით, გულსატკენია, როდესაც საქართველოს ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ „არაპატრიოტული ზრახვებით" არასახელმწიფოებრივი ნაბიჯები იდგმევა.

"საააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი მოქალაქე. ის არის არაჩვეულებრივი იმაში, რომ ყველაზე აქტიურად, პირდაპირ და შეუპოვრად იცავს ჩვენს ინტერესებს. ის არის საქართველოს ინტერესების პირველი მედროშე. ის არის ნამდვილი პოლიტიკოსი, რომელიც არა მომავალ არჩევნებზე, არამედ ქვეყნის მომავალზე ფიქრობს - ადამიანი, რომლისთვისაც არა მხოლოდ წარმატება, არამედ შეცდომებიც მონაპოვარია. პოლიტიკოსს, რომელსაც თავისი სამშობლო ყველაფერზე უფრო მეტად უყვარს - ჩვეულებრივს, დღეს, საქართველოში, ნამდვილად ვერ უწოდებ. სასაცილოა სააკაშვილზე იმის თქმა, რომ ის "მშიშარაა", მაშინ, როდესაც ერთადერთია, ვინც ყოველგვარი შიშის გარეშე, ებრძვის რუსეთს", - განაცხადა ხათუნა კალმახელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 27 მარტს მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსითაა დაკითხვაზე დაბარებული.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს