"მონები და გონებრივად ჩამორჩენილი უზნეოები" - ზაზა ფირალიშვიილი "კონოს სახლში" შეკრებილებზე

"მონები და გონებრივად ჩამორჩენილი უზნეოები" - ზაზა ფირალიშვიილი "კონოს სახლში" შეკრებილებზე

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "კინო სახლში" "ნატო-ს საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში" გამართულ ღონისძიებას ეხმაურება.

"სწორედ ახლა ვნახე ახლა ამბებში, კინოს სახლში ევრაზიული კავშირის წევრებმა ფეხზე წამოდგომით როგორ აღნიშნეს 2008 წელს დაღუპული რუსი გმირების ხსოვნა. დაღუპული მტრის პატივისცემა - საკუთარის პატივისცემასთან ერთად - ცხადია, კეთილშობილი საქმეა. მაგრამ, ეს არ ამოძრავებდათ ამ ადამიანებს. მათი აზრით ჩვენი ჯარისკაცები ხომ ღვთაებრივმა ცეცხლმა მოსრა. რა დავარქვა ამას? ყოვლად სულმოკლე მონური სული? მაზოხისტური ბედნიერების განცდა იმით, რომ ვიღაცას მონად სთავაზობ თავს? მონური სიყვარული მოძალადის მიმართ? მაპატიეთ და გონებრივად ჩამორჩენილი უზნეოს მეტი ვინ გააპროტესტებს 15 წლის წინ იუგოსლავიის დაბომბვის ამბავს, როდესაც, როდესაც ჩვენს კონფლიქტებში რუსეთის წყალობით ათასობით ადამიანი დაიღუპა, როდესაც აქვე, ჩვენს გვერდით წლების განმავლობაში ჩეჩნეთს კვამლი ასდიოდა. 2008 წელს აღარ გავიხსენებ. თუმცა რა?! უზნეო ბოდვასთან კამათს აზრი არა აქვს. სხვისი არ ვიცი და მე შემრცხვა ფეხზე წამომდგართა ყურებისას.

ღმერთმა დაგიფაროთ და თუ ჩემს ფბ მეგობრებში ერთი კაცი მაინც არის ისეთი, ვინც გაგებით ხვდება ამ საქციელს, კომენტარებისათვის თავს ნუ შეიწუხებთ. სასწრაფოდ ამომშალეთ", - წერს ფირალიშვილი.

მას შემდეგ, რაც "კინოს სახლში", "ნატო-ს საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში" ღონისძიება დასრულდა და მისმა მონაწილეებმა შენობა დატოვეს, "ევრაზიული კავშირის" მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირიც დააკავეს. რამდენი პირია დაკავებული, ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ასევე: ხელჩართული ჩხუბი "კინოს სახლთან" : ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს