პოპულარული დიეტების ბნელი მხარე

პოპულარული დიეტების ბნელი მხარე

უამრავი ქალი მზადაა, იდეალური ფორმების ძიებაში ყველაზე უკიდურეს საშუალებებს მიმართოს. ზოგიერთ პოპულარულ დიეტას ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

ცილოვანი დიეტა.

ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიეტაა, როემლიც ამერიკელმა ექიმმა რობერტ ატკინსმა შეადგინა. დიეტის დროს ძირითადად იკვებებიან ხორცით და თევზით. მენიუში ასევე შედის ცილის შემცველი რძის პროდუქტები, სოკო, ცოტა ხილი და ბოსტნეული. მთლიანად აკრძალულია შაქარი და მარილი.

ნახშირწყლების მაქსიმალური შეზღუდვის ხარჯზე, დიეტის დროს 2 კვირაში სამ კგ-მდე შეიძლება დაკლება. 1 გ ნახშირწყალი ორგანიზმში 4 გ წყალს აკავებს. შესაბამისად, ამ დიეტის დროს კლება ხდება სითხის და არა ცხიმის დაკარგვის ხარჯზე. ხილისა და ბოსტნეულის მცირე რაოდენობა იწვევს უჯრედისის დეფიციტს ორგანიზმში,რაც შესაძლოა კოლიტის მიზეზი გახდეს.

ცილოვანი დიეტა ორჯერ ზრდის ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს, რაც ასევე არასასურველია.

ბრინჯის დიეტა.

ითვლება, რომ ბრინჯი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მას ორგანიზმიდან მარილი და ტოქსინები გამოაქვს. მაგრამ სულ სხვა საქმეა ბრინჯის დიეტა, როცა მტელი დღეების განმავლობაში მხოლოდ მოხარშულ ბრინჯს მიირთმევენ ცალკე ან სხვა პროდუქტებთან ერთად (ქათმის ხორცი, თევზი).

ბრინჯის დიეტა, პირველ რიგში, გამოიწვევს შეკრულობას. ხანგრძლივი დროის განმავლობაში კი დააზიანებს ნაწლავებს.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს