როგორი იქნება "სოლოლაკის ბაღები" და საბაგიროებით დაკავშირებული ახალი სასტუმროები თბილისში

როგორი იქნება "სოლოლაკის ბაღები" და საბაგიროებით დაკავშირებული ახალი სასტუმროები თბილისში

დღეს ცნობილი გახდა, რომ "თანაინვესტირების ფონდი" თბილისში გრანდიოზულ პროექტს განახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა "პანორამა თბილისი", ოთხი სასტუმროსაგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება.  "პანორამა თბილისის" შემადგენელი სასტუმროები იქნება - "თავისუფლების მოედანი", "ერეკლე II-ს მოედანი", "სოლოლაკის მაღლობი" და "სოლოლაკის ბაღები".

როგორც ცნობილია, კომპლექს "პანორამა თბილისის" ოთხივე ნაწილი ერთმანეთს საბაგირო გზით დაუკავშირდება და სტუმარს კომპლექსის ერთი ნაწილიდან მეორეში გადანაცვლება ნებისმიერ დროს შეეძლება. ამგვარად,  პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები გამწვანებულ შემოგარენს საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით დაუკავშირდებიან.

ასევე, როგორც თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში დაირგვება 30 ათასი ახალი ხე.

ბიზნეს სიახლეების პორტალი bpn.ge აღნიშნული პროექტის ფოტოებს აქვეყნებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია