რამდენ მილიონ კატას ჭამენ ყოველ წელს ჩინეთში?

რამდენ მილიონ კატას ჭამენ ყოველ წელს ჩინეთში?

ჩინეთში ყოველ წელს 4 მილიონ კატას ჭამენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობამ 2012 წელს კატის საკვებად მიღება აკრძალა და თუ ვინმე შინაური ცხოველის ხორცს გაეკარება, 15 დღიანი პატიმრობა, ან ჯარიმა ელის, ჩინელები კატის ხორცზე უარს მაინც ვერ ამბობენ.

საგანგაშო სტატისტიკა ყოველ წელს მატულობს. თუ ცხოველები, განსაკუთრებით კი კატები არ გიყვართ, მაშინ გუანდუნისა და გუანსი-ჯუანის პროვინციებს ერიდეთ, რადგანაც იქ, კატის ხორცისგან მომზადებული კერძი ზამთრის ცივ თვეებში ყველაზე პოპულარული საკვებია. ჩინელების აზრით, კატის ხორცი ცივ დღეეში სხეულის გათბობას უწყობს ხელს. 

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის მომხმარებლები ახალგაზრდა ჩინელი ქალის, ლი ჯინბანგის საქციელმა აღაშფოთა. ლის მისამართით ინტერნეტ-მომხმარებლებმა ონლაინ სიძულვილის კამპანია წამოიწყეს. საქმე ის არის, რომ ქალმა ფოტოები ატვირთა, სადაც ჩანდა, თუ როგორ ამზადებს კატისგან კერძს. ის პოსტავდა ინფორმაციას, სადაც მეგობრებს აცნობდა, თუ როგორ დაკლა, გაატყავა და მოხარშა მეგობრის კატა. ფოტოც დადო, სადაც ჯერ კიდევ ცოცხალი და შეშინებული ცხოველი გალიაშია გამომწყვდეული.

"შეხედეთ, ვეფხვის დაჭერა შევძელი და შევჭამე. სრულიად სამართლიანად მოვკალი და ძალიანაც მომეწონა. ისე შევჭამე, რომ არალეგალური არაფერი გამიკეთებია", - დაპოსტა მან.

რასაკვირველია, ლანძღვა-გინების შემდეგ ლიმ ყველა პოსტი და ფოტო წაშალა. თუმცა, კადრები ინტერნეტში მაინც გავრცელდა. მოგვიანებით ქალმა "თავი იმართლა" და განაცხადა, რომ კატა მაინც მოკვდებოდა, რადგანაც ავტოავარიაში მოყვა, მან კი ტანჯვისგან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩინელების "ეგზოტიკური" კერძებისადმი სიყვარული მსოფლიოს აოგნებს. შარშან დასავლური გამოცემები წერდნენ, რომ ჩინეთში ქუჩის ბაზრობებზე ძაღლის ხორცი იყიდება. გამოცემა The Sun-მა ჩინეთის ავტონომიური რეგიონის, გუანსი-ჯუანის ოლქ იულინში გადაღებული შოკისმომგვრელი ფოტოები გაავრცელა. მოვაჭრეებს ცოცხალი ცხოველები ბაზარში მიჰყავთ; ვიდრე მათი დაკვლის დრო მოვა, ძაღლები გალიებში არიან გამომწყვდეულნი. ძაღლის ხორცს ყიდულობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე რესტორნის მეპატრონენი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს