ავტორი:

როგორ გვევლინება ბედისწერა საყვარელი ადამიანების სახით - რითი განსხვავდება კარმული პარტნიორი, თანამგზავრი და "მეორე ნახევარი"

როგორ გვევლინება ბედისწერა საყვარელი ადამიანების სახით - რითი განსხვავდება კარმული პარტნიორი, თანამგზავრი და "მეორე ნახევარი"

ადამიანური ცხოვრების უმაღლესი მიზანი უპირობო სიყვარულის სწავლაა. სითბოს, ურთიერთობას, სინაზეს ურთიერთობების წყალობით ვსწავლობთ. ეს ადამიანები მოდიან ჩვენს ცხოვრებაში, რომ შეასრულონ თავიანთი ფუქცია და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვადგმევინონ საკუთარი თავის სრულყოფისაკენ. ამბობენ, რომ სულიერი ოჯახის წევრები, ანუ ხალხი, რომელიც სულიერად გვენათესავება, ჩვენს გარშემოა და ისინი მათთვის განკუთვნილ როლს ირგებენ. ერთი სიტყვით, ისინი ჩვენს და ჩვენ კი მათ დასახმარებლად ვართ აქ და ახლა.

ასეთი ტიპის ურთიერთობებში გამოყოფენ რამდენიმე კატეგორიას:

1) კარმულად მონათესავე სულები

ისინი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გაკვეთილის ჩასატარებლად მოდიან ხოლმე. შეიძლება იყვნენ თანამშრომლები, ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები. ამგვარი ურთიერთობები იშვიათად რომანტიკული ხასიათისაცაა, მაგრამ, როგორც წესი, ის მალე მთავრდება. ეს მხოლოდ ერთი დამატებითი გაკვეთილია, რომელიც პიროვნული ზრდისთვისაა საჭირო. ამ ადამიანების გამოცდილება ძალიან ჰგავს თქვენს გამოცდილებას.

ითვლება, რომ ხანდახან ცხოველებიც, რომლებიც სახლში გვყავს და ძალიან გვიყვარს, გვასწავლიან იმას, რაც ჩვენი პიროვნული განვითარებისთვისაა აუცილებელი.

როგორ გამოვიცნოთ კარმული ურთიერთობები?

- მათთან თქვენ გრძნობთ ისეთ კავშირს, თითქოს უკვე მარადისობაა იცნობთ.

- გაკავშირებთ ძლიერი სიყვარული და სურვილი ერთად გაატაროთ რაც შეიძლება მეტი დრო.

- შეიძლება დაგეუფლოთ აკვიატებული შიშები მათთან დაკავშირებით.

2) თანამგზავრები

დიდი შანსია ასეთი ურთიერთობა რომანტიკული ხასიათის იყოს. ხშირად ბედისწერა სულაც არ არის მთელი ცხოვრება მათ გვერდით ყოფნა და მხოლოდ გარკვეული მიზნისთვის გვევლინებიან. იმ შემთხვევაში, თუ არასოდეს შეხვდები იმას, ვინც მხოლოდ შენთვისაა განკუთვნილი, სრულიად შესაძლებელია, რომ ასეთ თანამგზავრთან იყოთ სიცოცხლის ბოლომდე.

თუ თქვენი ბუნებრივი მეორე ნახევარი გამოჩნდა, თანამგზავრული კავშირები საფრთხის ქვეშ დგება... წაიკითხეთ სრულად

"ვერავინ იგრძნობს თავს კარგად შენთან, თუ შენ გრძნობ თავს ცუდად საკუთარ თავთან" - როგორ ვიპოვოთ მამაკაცი, რომელიც სინამდვილეში შეგვეფერება

"მიეცი ეჭვიანობის მიზეზი ისე, რომ ის ვერ დაამტკიცოს..." - 23 გამოცდილი მეთოდი, თუ როგორ დავიპყროთ ნებისმიერი ქალის გული

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ფულისა და სიყვარულის პლანეტა 27 ივნისამდე სურპრიზებს მოუწყობს - "მათთვის დაიწყება ერთწლიანი პერიოდი, რომელიც პირად ცხოვრებასა და ფინანსებზე სერიოზულ გავლენას მოახდენს"