ავტორი:

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: როგორი წელი ელოდება გველს

2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: როგორი წელი ელოდება გველს

2023 წელს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში უამრავი სიახლე გელოდებათ. მუდმივად იმოძრავებთ, განვითარდებით და მიაღწევთ კარიერულ სიმაღლეებს. იოლად განსაზღვრავთ რა არის თქვენთვის საინტერესო და რა უნდა მიატოვოთ სამუდამოდ. მოგინდებათ სულიერად გამდიდრება, მეტის წაკითხვა და საჭირო ინფორმაციის შეგროვება. ადამიანებთან გულუხვი და თავაზიანი ხართ, რაც ჰარმონიას შემოიტანს თქვენს ურთიერთობას. არ იჩქაროთ, ყველაფერი გამოგივათ, რასაც მოისურვებთ და უკეთესობისკენ შეიცვლება თქვენი ცხოვრება. მთავარია, არ გაექცეთ სირთულეებს, არამედ მშვიდად მოაგვაროთ აღმოცენებული პრობლემები. ასეთი კი 2023 წელს არაერთი იქნება. არავითარ შემთხვევაში არ იზარმაცოთ. მოერიდეთ კონფლიქტებს, განსაკუთრებით ოჯახში. მიიღეთ რჩეული ისეთი, როგორიც არის. უნდა ისწრაფოდეთ ბედნიერებისა და ჰარმონიისკენ.

მამაკაცი გველისთვის

გაიზრდება თქვენდამი ინტერესი და არა მხოლოდ მანდილოსნებისგან, არამედ საქმიანი პარტნიორებისგანაც. უნდა ისწავლოთ დღის დაგეგმვა, იმისათვის, რომ დროულად შეძლოთ თქვენი ვალდებულებების შესრულება, ეს იმისათვისაა, რომ მიაღწიოთ უმაღლეს დონეს. ფრთხილად იყავით იმ ქალბატონებთან ურთიერთობისას, ვინც თქვენი საფულისკენაა მიმართული. რაც შეეხება სამუშაოს, უმჯობესია, ყველაფერი ძველებურად დარჩეს, როგორც არის. არ არის საუკეთესო წელი სამსახურიდან გასათავისუფლებლად, სხვა სპეციალობის ასათვისებლად. განვითარდით იმ სფეროში, რომელიც უკვე იცით, მაშინ წარმატება გარდაუვალია.

- უნდა დაასრულოთ უკვე დაწყებული პროექტები;

- გმართებთ ემოციების შეკავება;

- იყავით მომთმენი და მორჩილი;

- გონივრულად გახარჯეთ თქვენი ენერგია და დრო.

ქალბატონი გველისთვის

მომხიბვლელი ხართ და მამაკაცების ყურადღების ნაკლებობას არ განიცდით. ბევრს მოუნდება თქვენი გაცნობა და თქვენთან დაახლოება. მაგრამ ფრთხილად იყავით, ზოგიერთი ადამიანი შეიძლება გამორჩენის გამო დაგიახლოვდეთ, რათა პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროთ. დახარჯეთ დრო და ენერგია საკუთარი განვითარებისთვის და სხვებისთვის ბედნიერი მომავლის შესაქმნელად. მამაკაცებთან მოერიდეთ კამათს, სერიოზულ კონფლიქტებს. უნდა გახდეთ შესანიშნავი დიპლომატი, რათა გადალახოთ დაძაბულობები ურთიერთობებში. სამსახურში უნდა იყოთ ნამდვილი ორგანიზატორი და მოტივატორი. გახსოვდეთ, რომ საჭიროა არა მხოლოდ თქვენი რეპუტაციის შენარჩუნება, არამედ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაც. წლის მეორე ნახევარში უმჯობესია, დაისვენოთ, გაემგზავროთ სადმე. კარგია ჰობით დაკავება, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა.

2023 წლის პროგნოზი გველისთვის ფენშუის მეთოდის მიხედვით

სასიყვარულო ურთიერთობაში ბედნიერების მოპოვებაში მანდარინის იხვები დაგეხმარებათ. თილისმად აირჩიეთ იასპი ან მალაქიტი.

ფერებიდან გამოიყენეთ: მწვანე, ვარდისფერი, შავი

ციფრებიდან: 8, 3 და 7

2023 წლის ფინანსები

თუ გსურთ თქვენი ბიუჯეტი არ დააზარალოთ და სასურველი ნივთებიც შეიძინოთ, მეტად პრაქტიკული უნდა იყოთ. საფულის შესავსებად კი საჭიროა ბევრი იმუშაოთ. 2023 წელს უამრავი, გაუთვალისწინებელი ხარჯი გელოდებათ. მთავარია, არაკეთილსინდისიერ გზას არ დაადგეთ, უარი თქვათ თაღლითობასა და მაქინაციაზე.

2023 წლის კარიერა

თუ მტკიცედ დგახართ ფეხზე კარიერული თვალსაზრისით, მაშინ არაფერი გემუქრებათ, ყველაფერი სტაბილურად იქნება. თუ პროფესიული მწვერვალების დაპყრობას აპირებთ, ცოტა გაგიჭირდებათ. ახალი თანამდებობა შეგიძლიათ მიიღოთ ივლისში, აპრილში ან შემოდგომაზე. არ არის მიზანშეწონილი სხვა სამუშაო ადგილზე გადასვლა, ახალი სპეციალობის ათვისება. მაგრამ შემოსავლის სხვა წყაროს ძებნა სასურველია. კარგი იქნება კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე დასწრება.

2023 წლის სიყვარული

იანვრიდან აპრილის ბოლომდე წყვილებს ერთად და ბედნიერად ცხოვრებაში გელოდებათ. ახალდაქორწინებულებს ბავშვის დაბადება გელოდებათ. მარტოხელები შეხვდებით ადამიანს, ვისთანაც ბედნიერ და მყარ კავშირს შექმნით. ეს სიყვარული გადაიზრდება ქორწილში, მანამდე კი შეგიძლიათ ლამაზი ნიშნობის მოწყობა. შეყვარებულებისთვის გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი რომანტიკული და ენერგიული პერიოდია. უნდა განაახლოთ გრძნობები, მოუწყოთ ერთმანეთს სიურპრიზები, ერთად იმოგზაუროთ. შემოდგომა მშვენიერი დროა სიყვარულისთვის. ურთიერთობები გაძლიერდება, თუ ამაზე ორივე იმუშავებთ. მარტოხელა ადამიანებს გელოდებათ საინტერესო შეხვედრა, რასაც მოჰყვება ლამაზი რომანი. ნებისმიერ მსხვერპლს გაიღებთ საყვარელი ადამიანის გულისთვის. ზამთარი ცხელი და ვნებიანი იქნება. სასიყვარულო საქმეებში უამრავი სასიხარულო მომენტი და ჰარმონია გექნებათ. უმეტესობა გადაწყვეტთ დაქორწინებას, თანაცხოვრებას.

2023 წლის ჯანმრთელობა

ახლობლების კეთილდღეობაზე ზრუნვა კარგია, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ საკუთარი ჯანმრთელობა. თორემ მოგვიანებით დაიტანჯებით ექიმებთან სირბილით, მედიკამენტებზე ფულს ხარჯვით... მოუფრთხილდით თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობას. 2023 წელს გამონახეთ დრო დასვენებისთვის. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი. ყოველი დილა დაიწყეთ მსუბუქი ვარჯიშით. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, კარგ შედეგს მოგიტანთ წყლის პროცედურები.