ავტორი:

2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის: ”შეწყვიტეთ ყველაფრის კონტროლი, თორემ ამ ბედნიერებასაც გაუშვებთ ხელიდან”

2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის: ”შეწყვიტეთ ყველაფრის კონტროლი, თორემ ამ ბედნიერებასაც გაუშვებთ ხელიდან”

2024 წლის ზოგადი ტენდენცია

2024 წელს ადამიანებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი თემა იქნება. უფრო მეტიც, ძალიან განსხვავებული. ბევრი კომუნიკაცია იქნება სამუშაო საკითხებზე, რომანტიკულ და კომერციულ თემებზე. მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბიზნესპარტნიორობაც. გაიზრდება პასუხისმგებლობა და ამოცანები. უნდა გამოავლინოთ მოთმინება და ძალა. გელოდებათ სიყვარული, ფლირტი და გაცნობა... ეს ყველაფერი უმთავრესი იქნება 2024 წელს. უბრალოდ, პირად ცხოვრებაში უღრუბლო ამინდს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. თქვენ საერთოდ ვერ იარსებებთ შფოთის, ვნებების და აურზაურის გარეშე. ასე რომ, მოემზადეთ ბედის მოულოდნელი მონაცვლეობისთვის. ბევრს ექნება ძლიერი და ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარების შანსი. მაგრამ ამისთვისაც უნდა მოემზადოთ, შეწყვიტეთ ყველაფრის კონტროლი, თორემ ამ ბედნიერებასაც გაუშვებთ ხელიდან. ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობებს, გააკეთეთ ეს კრიტიკისა და მათი შეცვლის სურვილის გარეშე. მაშინაც კი, თუ ერთი შეხედვით ადამიანი არ ჩანდეს "თქვენი".

2024 წელს საქმიანი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება. სავარაუდოდ, წლის პირველ ნახევარში შეძლებთ საიმედო პარტნიორის პოვნას. გუნდში მუშაობით უფრო სწრაფად მიაღწევთ თქვენს მიზანს. მით უმეტეს, თუ გაქვთ ბიზნესი და გსურთ გააფართოოთ. ფინანსური საკითხები უფრო აქტუალური გახდება 2024 წლის 26 მაისიდან. შეგიძლიათ მომგებიანად ისარგებლოთ სხვა ადამიანების ფულით. სხვების მოტყუებისა და პირადი დანაკარგების გარეშე. შესაძლოა, ვინმესთან ბიზნესის შექმნათ ან ფინანსების გაერთიანება. შეიძლება თქვენმა მეუღლემ უფრო მეტი გამოიმუშაოს. ზოგიერთისთვის აქტუალური გახდება ალიმენტის, შეღავათების, მემკვიდრეობის, სესხის აღების ან დაფარვის საკითხები.

2024 წლის პროგნოზი მორიელი მანდილოსნებისთვის

მორიელი ქალები 2023 წელს სხვადასხვა მიმართულებით განვითარდებიან. აშკარაა პროფესიული და პიროვნული ზრდა, რაც დადებითად აისახება თქვენს კარიერაზე. არ დაივიწყოთ სულიერი საზრდო, შეავსეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება. თქვენი ემოციური მდგომარეობა უნდა იყოს დაბალანსებული, რათა შეინარჩუნოთ ურთიერთობა ადამიანებთან და საკუთარი ჯანმრთელობაც. თუ გაკრიტიკებენ მშვიდად მოუსმინეთ და დაუყოვნებლივ გამოასწორეთ. მოერიდეთ კატეგორიულობას ქმედებებში, მოეპყარით ადამიანებს უფრო ლოიალურად. უფრო ყურადღებიანი უნდა იყოთ ახლობლებისა და საკუთარი თავის მიმართ. თუ გსურთ მიიღოთ მხარდაჭერა თქვენი საყვარელი ადამიანებისგან, მაშინ დაეხმარეთ მათ თავად რთულ მომენტებში. ნაკლოვანებებზე მუშაობა ეფექტური იქნება.

2024 წლის პროგნოზი მორიელი მამაკაცებისთვის

2024 წელს მორიელ მამაკაცებს გელოდებათ უამრავი წარმატება, სიხარული და გამარჯვება. ყველა სირთულე და პრობლემა უკან დარჩება, ცხოვრება ნათელი ფერებით გაგიბრწყინდებათ. რასაც სამუშაო და მატერიალურ სფეროშიც იგრძნობთ. შესაძლებელია კარიერული წინსვლა და შემოსავლის ახალი წყაროს გამონახვა. მთავარია არ გამოტოვოთ მომგებიანი შეთავაზებები. აიღეთ დიდი პროექტებიც. მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ წონასწორობა პირად ცხოვრებაში. ანუ ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ სამუშაოს, არამედ საყვარელ ადამიანებსაც. ოჯახი და კარიერა არ უნდა აურიოთ ერთმანეთში, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტების თავიდან აცილება შეუძლებელია. დაოჯახებულმა უარი თქვით ფლირტზე, სასიყვარულო სამკუთხების შექმნაზე. ამის შესახებ მეუღლე აუცილებლად გაიგებს და უსიამოვნო ინციდენტი შესაძლოა განქორწინებით დასრულდეს.

2024 წლის სასიყვარულო პროგნოზი

წლის პირველი ნახევარი ხელსაყრელია პირადი საკითხების მოსაგვარებლად. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ იპოვოთ შესაფერისი ადამიანი პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. აჩვენეთ სამყაროს, რომ მზად ხართ მისი საჩუქრების მისაღებად. უფრო ხშირად იყავით საზოგადოებაში, წადით მეგობრებთან, ნათესავებთან, რომლებსაც უცნობებიც სტუმრობენ. სერიოზულად მოეკიდეთ ამ საკითხს და ნუ ელით, რომ პირველივე შეხვედრაზე გამოჩნდება სწორედ ის ვისაც ეძებთ. შეიძლება დრო დაგჭირდეთ, სანამ დარწმუნდებით, რომ ეს ის ადამიანია, რომელსაც ეძებდით.

2024 წლის 26 მაისიდან წლის ბოლომდე ხელსაყრელი პერიოდია თქვენი ურთიერთობის გასაღრმავებლად და ერთმანეთთან დაახლოებისთვის.

განვიხილოთ ხელსაყრელი პერიოდები რომანტიკული ურთიერთობებისთვის:

იანვრის ბოლო ათი დღე და თებერვლის პირველი ნახევარი შესაფერისია გაცნობისა და კომუნიკაციისთვის. ბევრი კონტაქტი იქნება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ შორის შეამჩნიოთ ის, ვინც ნამდვილად გჭირდებათ. ეს მსუბუქი ფლირტის, მხიარულების, საინტერესო შეხვედრების პერიოდია.

11 მარტიდან თვის ბოლომდე ხელსაყრელი პერიოდია რომანტიკული პაემნებისა და ნაცნობებისთვის. შეიძლება ვნებების მორევში მოხვდეთ. დაოჯახებულებმა უფრო მეტად დაისვენეთ ოჯახთან ერთად.

მაისი, ივნისი, ივლისი 11-მდე შესანიშნავი დროა იპოვოთ ის ადამიანი, რომელიც თქვენი სასიყვარულო პარტნიორი გახდება. თუმცა, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ უფრო მეტად გაინტერესებთ სერიოზული კავშირების და ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარება. სწორედ ამ დროს შეგიძლიათ შეხვდეთ სანდო, სერიოზულ ადამიანს.

თუ მარტოხელა ხართ, მნიშვნელოვანია იყოთ გახსნილი ახალი გამოცდილებისა და შესაძლებლობებისთვის და მზად - დაძლიოთ ნებისმიერი სირთულე.

ზაფხულის შუა რიცხვებში შეგიძლიათ სამოგზაუროდ წახვიდეთ და იქ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ძალიან განსხვავდება მათგან, რომლებთანაც ადრე ურთიერთობა გქონდათ.

2024 წლის 23 სექტემბერს ვენერა, სიყვარულის პლანეტა, შემოდის თქვენს ნიშანში და დარჩება 17 ოქტომბრამდე. ეს არის გარეგანი ტრანსფორმაციის და პირადი ინიციატივის გამოვლენის დრო. თუ ვინმე მოგწონთ, გამოავლინეთ ინიციატივა და თავად დაუნიშნეთ პაემანი. ამ დროს ძალიან ქარიზმატული და მიმზიდველი ხართ. ამიტომ, ვერავინ აღუდგება წინ თქვენს ხიბლს.

2024 წლის ფინანსური პროგნოზი

2024 წლის პირველ ნახევარში უფრო მეტად იფიქრებთ პარტნიორობაზე, ვინმესთან ურთიერთობაზე, ვიდრე დამოუკიდებელ საქმიანობაზე ან შემოსავალზე.

2024 წლის 26 მაისს იუპიტერი გადავა თქვენს მე-8 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია სხვა ადამიანების ფულზე. ვიღაცა შეძლებს სესხის დაფარვას. სხვებისთვის პარტნიორი დაიწყებს მეტის გამომუშავებას. იქნებიან ისეთებიც, ვინც ფინანსებს ვინმესთან გააერთიანებს და საერთო საქმეს დაიწყებენ. მემკვიდრეობის, სახელმწიფო გადასახადების ან ალიმენტის რეგისტრაციას თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება.

განვიხილოთ წარმატებულ ფინანსურ პერიოდები:

2024 წლის 23 იანვრიდან 16 თებერვლამდე - ფული შეიძლება გამოჩნდეს მრავალი კონტაქტის წყალობით. ამ დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწორ ადამიანებთან ნაცნობობა. შეიძლება ვიღაც დაგეხმაროთ რჩევით და მიგიყვანოთ კარგად ანაზღაურებად სამუშაოზე. გაყიდვები შეიძლება გაიზარდოს, შესაძლოა გააფართოოთ მომსახურების სპექტრი. შეგიძლიათ ნახოთ მოგება გაყიდვებიდან. ან მოიპოვოთ სამსახურში აღიარება, რამაც შეიძლება ფინანსური მოგება მოგიტანოთ.

მაისი და 17 ივნისამდე კარგი პერიოდია ვინმესთან ერთად ფულის საშოვნელად, საკუთარი ბიზნესის დასაწყებად. ამ დროის განმავლობაში შეგიძლიათ აიღოთ სესხი. დაფიქრდებით ინვესტირებაზე, დეპოზიტზე ფულის განთავსებაზე.

2024 წლის 17 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, ზოგიერთი გადაწყვეტს სწავლას, კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა შემდეგ დაგაწინაურონ, სხვა წოდება ან უფრო მაღალი ხელფასი მოგცენ. წარმატებული იქნება საქმიანი მოგზაურობა, პარტნიორების ძებნა სხვა ქვეყნებიდან ან შორეული ქალაქებიდან. შესაძლოა, შეიცვალოთ თქვენი რწმენა და დაიწყოთ ფულის გამომუშავება იმ სფეროდან, რაც ადრე მიუღებლად მიგაჩნდათ.

2024 წლის 23 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, შეუპოვრობა, გამბედაობა და თავდაჯერებულობა, რაც დაგეხმარებათ თქვენი შემოსავლის გაზრდაში, კარიერულ წინსვლაში.

2024 წლის სამუშაოსა და ბიზნესის პროგნოზი

აღმავალი კვანძი 2024 წელს გადავა თქვენი ყოველდღიური საქმეებისა და რუტინის სახლში. ეს ნიშნავს, რომ ეს თემა ძალიან აქტუალური იქნება თქვენთვის. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეექვსე სახლი მოიცავს ჯანმრთელობის თემასაც. ამიტომ, მოგიწევთ ბალანსის გამონახვა, რომ სამუშაოც შესრულდეს და არც თქვენი ჯანმრთელობა დაზარალდეს. საჭირო იქნება სამუშაო და დასვენების გრაფიკის დაცვა.

2024 წლის იანვრიდან იქნება ბევრი კომუნიკაცია, კონტაქტების წრის გაფართოება. ამ დროს კარგია სასარგებლო კავშირების გაბმა, რომელიც მომავალში დაგჭირდებათ.

2024 წლის 23 თებერვლიდან 10 მარტამდე კარგი პერიოდია შემოქმედებითი პიროვნებებისთვის. შეძლებთ თქვენი შემოქმედების დემონსტრირებას და მიიღებთ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას.

გაზაფხულზე მოგიწევთ შრომა, ყურადღებით იმუშავეთ დოკუმენტაციასთან. იქნება ბევრი მოლაპარაკება და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. აპრილი არ არის საუკეთესო თვე ახალი წამოწყებისთვის; მერკური თითქმის მთელი თვე რეტროგრადული იქნება.

2024 წლის 15 მაისიდან 20 ივნისამდე კარგი პერიოდია ვინმესთან ერთობლივი საქმიანობისთვის. ამ გზით შეგიძლიათ უფრო სწრაფად მიაღწიოთ თქვენს მიზნებს. არ არის გამორიცხული, რომ მოგინდეთ ვინმესთან ფინანსების გაერთიანება და ბიზნესის ორგანიზება. ზოგიერთის მეუღლემ შეიძლება დაიწყოს მუშაობა ან გაუუმჯობესდეს შემოსავალი. ასევე კარგად მოგვარდება სახელმწიფო გადასახადების, ალიმენტისა და მემკვიდრეობის საკითხები.

ზაფხულში წარმატებული იქნება მივლინებები და კვალიფიკაციის ამაღლება. ასევე წარმატებით განიხილება იურიდიული საქმეები და სასამართლოში მიმართვები. კარგი დროა ტექნიკური და სამეცნიერო საქმიანობისა და სოციალურ ქსელებში მუშაობისთვის.

22 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით შესანიშნავი პერიოდია პირადი ინიციატივებისთვის. უფრო თავდაჯერებული იქნებით კოლეგებთან და კლიენტებთან ურთიერთობაში, რაც დაგეხმარებათ კარგი შთაბეჭდილების მოხდენასა და კარიერულ წინსვლაში. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ ახალი გამოწვევები, მიაღწიოთ წინსვლას თქვენი მიზნებისკენ და გამოავლინოთ ლიდერის თვისებები თქვენს სფეროში.

2024 წლის ჯანმრთელობის პროგნოზი

თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობა 2024 წელს საკმაოდ ძლიერი იქნება. სერიოზული პრობლემები არ არის მოსალოდნელი. თუმცა, ქრონიკული დაავადებების პრევენციაზე დაფიქრება არ გავნებთ. მაშინაც კი, თუ არაფერი გაწუხებთ, მაინც გაიარეთ გამოკვლევა. იანვარი შესაფერისია სამედიცინო გამოკვლევისთვის. ცივ პერიოდში მიიღეთ ვიტამინები. შეიძლება იმატოს სტრესმა, ადამიანებთან კონფლიქტმა. თუ გსურთ თქვენი ნერვული სისტემის მოწესრიგება, მაშინ ისწავლეთ საკუთარი თავის, ემოციების კონტროლი.

ვნახოთ რა გავლენას მოახდენენ მორიელებზე პლანეტების ტრანზიტები 2024 წელს

სატურნის გავლენა

სატურნი თქვენს მე-5 სახლში იქნება და წინა პლანზე გამოვა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა. ზოგს ექნება არჩევანი - დატოვოს ყველაფერი ისე, როგორც არის ან დაქორწინდეს. იქნება მესამე ვარიანტიც - დაშორება. გადაწყვეტილების მიღებაში აჩქარებას არ გირჩევთ. მოუსმინეთ გულს. ზოგიერთმა შეიძლება ახალი რომანი დაიწყოთ. მოწიფულ და გავლენიან ადამიანთან. ასაკობრივი სხვაობა ნუ შეგაშინებთ. თუ უკვე გყავთ ოჯახი, მოგიწევთ მეტი კომუნიკაცია მეუღლესთან, ვალდებულებები თანაბრად უნდა გაიზიაროთ, რათა შემდგომში ერთმანეთს წარმოქმნილი პრობლემები არ დააბრალოთ. მოერიდეთ ყოველგვარ მორალურ ზეწოლას ოჯახის რომელიმე წევრზე. იზრუნეთ შვილების ერთად აღზრდაზე. თქვენ უნდა დაუახლოვდეთ და დაუმეგობრდეთ მათ. გირჩევთ, თავი აარიდოთ უაზრო და ზედაპირულ განცხადებებს საყვარელი ადამიანის მიმართ. უფრო სერიოზულად მოეკიდეთ ვალდებულებებს. შესანიშნავი პერიოდია შემოქმედებითი ძიებისა და ახალი პროექტების განხორციელებისთვის. ზოგიერთი იქნება დაინტერესებული გრაფიკით ან საინჟინრო სტრუქტურების განვითარებით, ზოგს კი მოეწონება საკუთარი ნიჭის გამოვლენა ხელოვნებასა და ქანდაკებაში. თუ ბავშვებთან გიწევთ მუშაობა, პედაგოგიურ სფეროში, დაინახავთ, რომ მათ თამაშით უფრო მეტს ასწავლით, ვიდრე ჩვეულებრივ.

ურანის გავლენა

ურანი თქვენი პარტნიორობის სახლში იქნება. ყურადღება მიაქციეთ მეგობრობასა და სასიყვარულო ურთიერთობებს. აქ შესაძლებელია ყველაზე მოულოდნელი და ზოგჯერ უარყოფითი შედეგების მომტანი სიტუაციები. თუ არ გსურთ მისი მოტყუება ან დამცირება, მაშინ არ გამოტოვოთ თუნდაც წვრილმანები საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას. იყავით უფრო ფხიზლად, რომ სულელური შემთხვევის შედეგად მარტო არ დარჩეთ. წინასწარ იფიქრეთ თქვენს ნებისმიერ ქმედებასა და განცხადებაზე. არ გირჩევთ აჩქარებით დაქორწინებას, სამწუხაროდ, ასეთი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება. განქორწინება შეიძლება მოხდეს ექვს თვეში ან უფრო ნაკლებ დროში. ასე რომ არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. გაიცანით ადამიანი, ვისთან ერთადაც გსურთ გაატაროთ მთელი ცხოვრება.

ნეპტუნის გავლენა

ნეპტუნი მოგზაურობს თქვენს მე-5 სახლში. ის ოპტიმიზმით აგავსებთ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. რთულ სიტუაციებსაც კი დადებითად დაინახავთ და ფილოსოფიურად იფიქრებთ. მოგინდებათ სხვა ადამიანების შთაგონება, მათში დადებითი ემოციების გამოწვევა. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც გატაცებულნი არიან ხელოვნებითა და შემოქმედებით.

2024 წელი გულწრფელ სიყვარულს გპირდებათ, ორმხრივს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პარტნიორის გაიდეალებით შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ. 2024 წელს ყურადღება გაამახვილეთ თქვენი შვილების ბუნებრივ ნიჭებზე და განავითარეთ ისინი. ეს შეიძლება იყოს სიმღერა, ხატვა ან სხვა სფეროები. მთავარია, შვილს კი არ აიძულოთ სწავლა, არამედ ჰკითხოთ, რა მოსწონს და დაეხმაროთ განვითარებაში.

ლილიტის გავლენა

იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ლილიტი გაივლის თქვენი მეგობრებისა და პარტნიორების სახლში. შეგიძლიათ იჩხუბოთ თქვენს საუკეთესო მეგობართან. შესაძლებელია ცილისწამება და ღალატი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც მეგობრებად თვლიდით. ეს არ არის ხელსაყრელი დრო პარტიაში ან საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, ჯგუფი გაწევრიანებისთვის. მაგრამ უკვე ივლისში ლილიტი დატოვებს ამ სახლს და გადავა თქვენს მე-12 სახლში. იყავით ფრთხილი, არ გააბათ ფარული საქმიანი და სასიყვარულო კავშირები. მოერიდეთ საეჭვო ქმედებებს, ალკოჰოლისა და სხვა მათრობელა საშუალებების მიღებას. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, საკუთარ თავზე ზრუნვას. გადაიტანეთ თქვენი ემოციები შემოქმედებაში.

წარმატებები, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო მოეტანოს თქვენთვის 2024 წელს!