ავტორი:

ასტროლოგიური პროგნოზი 2024 წლისთვის: რა ელის აღმოსავლური კალენდრის თითოეულ ნიშანს

ასტროლოგიური პროგნოზი 2024 წლისთვის: რა ელის აღმოსავლური კალენდრის თითოეულ ნიშანს

ჩინურ მითოლოგიაში დრაკონი ძალაუფლების, სიბრძნის, კეთილშობილების და წარმატებების სიმბოლოა. მათ, ვისაც არ ეშინია მომავალ წელს ინიციატივის გამოვლენა, წლის მფლობელი მისცემს წარმატებისთვის აუცილებელ ყველა ინსტრუმენტს. შეძლებთ დიდი ხნის გეგმების განსახორციელებას. ყველაზე დიდი წარმატება ელის მას, ვისაც შეუძლია ისწავლოს, იყოს მიზანმიმართული ნებისმიერ საქმეში. რას უნდა ველოდოთ 2024 წელს? პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის:

ვირთხა (1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020)

ვირთხის წელში დაბადებულებს მთელი წელი სიხარულის განცდა ექნებათ. გააქტიურდება შემოქმედებითი აქტივობა. წელი ხელსაყრელია ბავშვებთან ურთიერთობისთვის, ან მათი დაბადებისთვის. მთავარია აკეთო ის, რაც მოგწონთ, რაც გიყვართ. ეს შეიძლება იყოს კრეატიულობა, სპორტი, სიმღერები, ცეკვები, ხელნაკეთობები. 2024 წელს ენერგია საკმაოდ მაღალია და იღბალიც კარგია.

ხარი (1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021)

წლის მთავარი თემა ოჯახი და სახლია. აუცილებელია თქვენი ბუდის აღჭურვა, რათა შეიქმნათ საიმედო ნავსაყუდელი. მომავალ წელს შეიძლება საკუთარი უძრავი ქონების მფლობელი გახდეთ. მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება მიაქციოთ ოჯახში უფროს თაობას და შეისწავლონ ოჯახის ისტორია.

ვეფხვი (1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010, 2022)

ვეფხვები დრაკონის წელს განიცდიან დიდ სოციალურ აქტივობას: ადამიანებთან ურთიერთობა, მოგზაურობა, ახლის შესწავლა. მომავალი წელი შესანიშნავი დროა შემოქმედებით იდეების განხორციელებისთვის. მთავარია იყოთ აქტიური, კომუნიკაბელური და მზად ახალი ცოდნის მისაღებად.

კურდღელი (1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023)

წლის მთავარი თემა ფინანსები, რესურსები, მატერიალური კეთილდღეობაა. მაშასადამე, უფლება გაქვს და უნდა იმუშაო, იშოვო, დააგროვო, შეიძლება ზედმეტიც არ დახარჯო, რომ რაღაც რესურსი დაიგროვოთ. თქვენ უნდა შეიქმნათ ფინანსური უსაფრთხოება, დააგროვოთ ენერგია, იზრუნოთ თქვენს სხეულზე, ჯანმრთელობაზე, იყოთ გულუხვი, საყვარელ ადამიანები გაანებივროთ საჩუქრებით.

დრაკონი (1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012)

დრაკონის წელში დაბადებულებს სიმწიფის ტესტის ჩაბარება მოუწევთ. უნდა იყოთ პასუხისმგებლიანი თქვენს ქმედებებში. ერთი მხრივ თქვენი ავტორიტეტი და გავლენის სფერო მნიშვნელოვნად გაძლიერდება და გაიზრდება. უფრო გავლენიანი გახდებით. თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტები გაიხსნება, მაგრამ, მეორე მხრივ, უფრო პასუხისმგებელი უნდა იყოთ იმ ყველაფერზე, რასაც ფიქრობთ, ამბობთ და აკეთებთ. დაიცავით წესები და კანონი.

გველი (1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013)

გველებს დრაკონის წელში სურთ ყველასგან დამალვა და საკუთარ შინაგან სამყაროში გარკვევა. სასარგებლო იქნება ფსიქოლოგთან მუშაობა და ქვეცნობიერის ყველა ღრმა ფენის გამოკვლევა. გველის წელში დაბადებულებს ემუქრებათ მარტოობის შეგრძენა. მთავარია, ემოციებს არ აჰყვეთ და გონივრულად გადადგათ თითოეული ნაბიჯი.

ცხენი (1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014)

მომავალ წელს გარკვეული ტვირთისგან გათავისუფლდებით. გეგმები და იმედები შეიძლება განხორციელდეს, გამოჩნდნენ ახალი მეგობრები და თანამოაზრეები, ამიტომ მნიშვნელოვანია გუნდში ყოფნა, ერთობლივი პროექტები და სოციალური აქტივობები. წლის საკვანძო თემაა მეგობრობა, ხალხი, მეგობრები, განთავისუფლება. შეიძლება იყოს მკვეთრი ცვლილებები გარეგნობასა და იმიჯში. შეიძლება იყოს მონაცვლეობა განვითარებაში, ახალი მიმართულებების არჩევა.

თხა (1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015)

ეს არის კარიერული ზრდის წელი. პასუხისმგებლობაც ბუნებრივია გაიზრდება. ნიშნულის დაწევა შეუძლებელია. თქვენ უნდა დაიკაოთ უმაღლესი პოზიციები, არ შეგეშინდეთ ზრდისა და გაფართოების. ლიდერის თვისებები უნდა გამოიმუშაოთ.

მაიმუნი (1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016)

მომავალ წელს მაიმუნები დაიწყებენ მსოფლმხედველობის გაფართოებას: სწავლა, მოგზაურობა, სულიერ მასწავლებელთან შეხვედრა. ზოგს შეიძლება სურდეს გახდეს პედაგოგი ან ექსპერტი რომელიმე დარგში.

მამალი (1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017)

წელი საკმაოდ სარისკოა. წელი მღელვარების მომტანი იქნება. თქვენ მოგინდებათ საკუთარი თავის გამოცდა ექსტრემალურ გარემოებებში: სპორტი, ავტომობილის მართვა და ა.შ. მამალს მომავალ წელ შეუძლია კარგი ინვესტიციების გაკეთება.

ძაღლი (1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018)

2024 იქნება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან კომუნიკაციის წელი. მნიშვნელოვანია, არ დაიხიოთ უკან, იყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული, არ დაიმალოთ გარემოსგან. ისწავლოს მოლაპარაკება, კომპრომისზე წასვლა.

ღორი (1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019)

შრომა მოგიწევთ, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ. არ დაივიწყოთ თქვენი საყვარელი ადამიანები, მათ დასჭირდებათ ზრუნვა და მხარდაჭერა. აგრეთვე იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, გაიძლიერეთ სხეული.