ავტორი:

ლილიტი ქალწულში გადადის: სად გველოდება ცდუნება და სად უნდა გავფრთხილდეთ

ლილიტი ქალწულში გადადის: სად გველოდება ცდუნება და სად უნდა გავფრთხილდეთ

4 ოქტომბერს შავი მთვარე, იგივე ლილიტი 9 თვით (2024 წლის 30 ივნისამდე) ქალწულის ზოდიაქოში გადაბრძანდება. ლილიტი არის ფიქტიური წერტილი, მაგრამ სერიოზულ გავლენას ახდენს თითოეულ ადამიანზე, რადგან შეუძლია ყველაფერი უარყოფითის გამძაფრება და ზედაპირზე გამოტანა. ლილიტი არის ჩვენი ცდუნება, შიშები. მისი გადასვლა სხვადასხვა სფეროში მიგვითითებს იმ შეცდომებზე, ილუზიებსა და მირაჟებზე, რომლებიც გამოსასწორებელია. ქალწულის ზონა თითოეული ადამიანის ასტროლოგიურ რუკაშია. სანახავია, რომელ სფეროებს განაგებს იგი კონკრეტულად თქვენთვის.

შავი მთვარე, ლილიტი ხელს გვიშლის მოვლენების ობიექტურად დანახვასა და შეფასებაში. გვიჭირს ოქროს შუალედის პოვნა. ადამიანი უფრო მომჭირნე გახდება ფულის ხარჯვაშიც და სიყვარულის გამოხატვაშიც. ქალწულში ყოფნის დროს მოიმატებს წუწუნი და კრიტიკულობა და ეს ყველაფერი უბრალო, ყოველდღიური საქმეების მოგვარების დროს. გაფრთხილდით, რომ ზედმეტმა კრიტიკულობამ და მწარე კომენტარებმა არ გაგიფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. თუმცა, დეტალებზე დაკვირვებამ შეიძლება შეცდომები აგარიდოთ. ოჯახური ვალდებულებები მეორე პლანზე გადავა და მთავარ ადგილს სამსახურის საქმეები დაიკავებს. მეორე მხრივ, თუ ადამიანს პირად რუკაში ლილიტის ცუდი გავლენა აქვთ, შეიძლება სამსახურის საქმეებს სათანადო ყურადღება არ მიაქციოს, დაუშვას შეცდომები და ამით დააზარალოს ყველა და ყველაფერი. ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველა ვალდებულება თქვენ აგკიდეს. მოერიდეთ ჭორებსა და მითქმა-მოთქმას. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ჯანმრთელობაზე ზრუნვაც, მაგრამ აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ნუ ენდობით არაპროფესიონალებს და ანალიზების პასუხებიც გადაამოწმეთ; მოერიდეთ აქამდე გამოუცდელი მედიკამენტებით მკურნალობას. არ გირჩევთ უმიზეზოდ ექიმებთან სიარულს და ახალი ავადმყოფობების გამოგონებას. გირჩევთ, დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი. არც მკაცრი დიეტა და არც ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა კარგ შედეგს არ მოგიტანთ. მიირთვით ჯანსაღი, ახალი ხილი და ბოსტნეული. ზოგიერთ ადამიანში გამძაფრებული იქნება სისუფთავისადმი ავადმყოფური დამოკიდებულება; სახლშიც კი ისეთი კრისტალური სიტუაციის შექმნა მოგინდებათ, როგორიც საოპერაციოშია. ყველა ნივთი თავის ადგილზე ფერებისა და ზომის მიხედვით უნდა იყოს დადებული, დაიცავით ოქროს შუალედი, ნუ დახარჯავთ მთელ დღეს ხეხვა-რეცხვაზე. თუმცა, ლილიტის ცუდად განლაგების შემთხვევაში, ადამიანის სახლში ქაოსი და უწესრიგობა იქნება. ფრთხილად იყავით დაქირავებულ თანამშრომლებთან, ძიძასთან, მძღოლთან.

აუცილებლად გაეცანით ასტროლოგიურ პროგნოზს, რათა გაიგოთ, რას მოგიტანთ ლილიტის ტრანზიტი ქალწულში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.