ავტორი:

მერკური მშვილდოსანს ესტუმრა, როგორ მოვიქცეთ

მერკური მშვილდოსანს ესტუმრა, როგორ მოვიქცეთ

დღეიდან მერ­კუ­რი - აზროვნებისა და გონების, კომუნიკაციებისა და ვაჭრობის პლანეტა გადავა მშვილდოსნის ნიშანში, სადაც დარჩება 1-ლ დე­კემ­ბრამ­დე.

მერკური მშვილდოსანში აფართოებს აზროვნების ფარგლებს, რაც საშუალებას გაძლევთ ნახოთ, ისწავლოთ მეტი, გაიღ­რმაოთ ცოდ­ნა. გააფართოოთ ცნობიერება. დაიწყოთ უცხო ენის შესწავლა, დაამყაროთ სასარგებლო კავშირები უცხოელებთან.

ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა.

ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტს, სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას, გახ­შირ­დე­ბა მი­მოს­ვლა ახლო და შორ მან­ძილ­ზე. ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად ფი­ლო­სო­ფი­უ­რად და­ი­წყე­ბენ მსჯე­ლო­ბას ყვე­ლა­ფერ­ზე.

კარ­გი დროა დიპ­ლო­მის და­სა­წე­რად ან და­სა­ცა­ვად. მო­ამ­ზა­დეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი, თუ აპი­რებთ უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბას ან იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი გაქვთ მოსაგვარებელი.

მერ­კურ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო დღე­ე­ბია 10 და 27 ნო­ემ­ბე­რი. ამ დღე­ებ­ში კარ­გია ხატ­ვა, სა­თავ­გა­დას­ვა­ლო წიგ­ნე­ბის წა­კი­თხვა, მაგ­რამ არ გირ­ჩევთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას, ნუ ენ­დო­ბით ახალ­გაც­ნო­ბი­ლებს. იზ­რდე­ბა ბუნ­დო­ვა­ნე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბის, ილუ­ზი­ებ­ში გა­და­ვარ­დნის ალ­ბა­თო­ბა. არ­სად არა­ფე­რი და­კარ­გოთ ან დაგ­რჩეთ. თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა, არ გირ­ჩევთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვას.

დაბოლოს, ვიმედოვნებ, რომ ამ დროის სწორად გამოყენებას შეძლებთ, რადგან 1-ლ დეკემბერს მერკური თხის რქის ნიშანში გადავა, სადაც მას რეტრო პერიოდი ელის და ეს სულ სხვა შანსებს მოგვიტანს.