მერკური რეტროგრადულია: გაუგებრობები, შეცდომები, დაგვიანებები იმატებს, როგორ მოვიქცეთ?

მერკური რეტროგრადულია: გაუგებრობები, შეცდომები, დაგვიანებები იმატებს, როგორ მოვიქცეთ?

პირველი აპრილიდან 25 აპრილამდე პლანეტა მერკური რეტროგრადულია. მერკური პასუხისმგებელია კომუნიკაციაზე, კონტაქტებზე, აზროვნებაზე, მეტყველებაზე, ინფორმაციაზე, ხელშეკრულებებზე, საბუთებზე, მგზავრობაზე, სწავლაზე, ვაჭრობასა და ნათესაურ კავშირებზე. შესაბამისად, ყველა პროცესი, რომელიც ამ თემებთანაა დაკავშირებული გარკვეულწილად შეფერხდება. ამიტომ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ დაგეგმილი ახლო მომავალში, სჯობს გადადოთ. აპრილის ბოლომდე.

ყველაზე მეტი ყურადღება მართებთ ბუღალტრებს, მწერლებს, მთარგმნელებს. ასევე ყველას, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია ქაღალდებთან და ციფრებთან, კავშირგაბმულობასთან, ინფორმაციის მიღება-გადაცემასთან.

გადაამოწმეთ თქვენს მიერ წარმოებული საქმეები. დარწმუნდით, რომ სწორად გაიგეთ ნათქვამი და ასევე, გადაამოწმეთ, ხომ სწორად გაიგო თქვენმა ოპონენტმა თქვენი სიტყვა. ისედაც უამრავი ჭორი, არასწორი ინფორმაციაა მოსალოდნელი ამ პერიოდში. სჯობს გააკონტროლოთ და გადაამოწმოთ ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა, მიღებული ინფორმაცია.

შეეცადეთ არანაირ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ან საბუთებს არ მოაწეროთ ხელი, მით უფრო, თუ ეს ვაჭრობის სფეროს ეხება, ხოლო თუ მაინც გიწევთ გარიგების დადება – ათასჯერ გადაამოწმეთ და გაეცანით ხელშეკრულების დეტალებს. შეისწავლეთ თითოეული პუნქტი.

რას არ გირჩევთ რეტროგრადული მერკურის პერიოდში:

ახალი ტექნიკის შეძენას;

შოპინგზე სიარულს;

მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერას და შეთანხმებას;

ქირურგიული ჩარევას;

მოგზაურობა, მით უმეტეს ავტომობილით;

ახალი პროექტების წამოწყებას;

ახალი კონტაქტების დამყარებას მეგობრობის ან რომანის გაბმის მიზნით.

სიმშვიდეს და დაკვირვებას გისურვებთ!