ავტორი:

მუდამ ახალგაზრდა: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც იდეალურად გამოიყურება ნებისმიერ ასაკში

მუდამ ახალგაზრდა: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც იდეალურად გამოიყურება ნებისმიერ ასაკში

ასტროლოგები დიდი ხანი აკვირდებოდნენ ზოდიაქოს ნიშნებს და დაასახელეს 4 ნიშანი, რომლებზეც ციური სხეულები მართლაც გასაოცარ გავლენას ახდენენ. ისინი ზოდიაქოს ამ წარმომადგენლებს ახალგაზრდობას ანიჭებს როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად.

ლომი

ლომების მფარველი მზეა. მნათობი ანიჭებს მათ ხიბლსა და ქარიზმას, ჰარმონიულ ფიზიკურობასთან ერთად. დაბერების პირველი ნიშნები ლომებში გაცილებით გვიან ჩნდება, ვიდრე სხვა ადამიანებში.

ტყუპი

მერკური - მისი მმართველი - ტყუპს ანიჭებს სიგამხდრეს, აქტიურ ფიზიკურობას და სახის ჰარმონიულ წყობას. ტყუპი კაცები სიბერემდე არ მელოტდებიან, ქალებს კი ღრმა სიბერემდე არ ემუქრებათ ჭაღარა თმა და ნაოჭები.

ქალწული

ზოდიაქოს კიდევ ერთი ნიშანი, რომელსაც მერკურის მართავს. ქალწულები ბევრ რამეში ჰგვანან ტყუპს, მათსავით მოქნილები და ენერგიულები არიან. მაგრამ ქალწულები ბევრად მეტ ყურადღებას აქცევენ თავიანთ გარეგნობასა და ჯანმრთელობას, ტყუპისგან განსხვავებით იკვებებიან ჯანსაღად; ასე რომ, მათ დიდხანს შეუძლიათ დაიკვეხნონ ახალგაზრდული გარეგნობით და ჯანსაღი სხეულით.

კირჩხიბი

მთვარე ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს არისტოკრატულ გარეგნობას ანიჭებს. კირჩხიბებს ძალიან ეშინიათ მცხუნვარე მზის, ამიტომ ისინი ყოველთვის ცდილობენ ჩრდილში დამალვას. ამის წყალობით მათი კანი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ბუნებრივ სითეთრეს, სინაზეს და შესაბამისად, ახალგაზრდულობას.