ავტორი:

ოქტომბერის აქტიურობის და ჯანმრთელობის ასტროპროგნოზი

ოქტომბერის აქტიურობის და ჯანმრთელობის ასტროპროგნოზი

ოქტომბერი ის თვეა, როცა ზაფხულს ვერ ველევით და სინამდვილეში უკვე ზამთრის მოსვლისთვის უნდა ვემზადებოდეთ. გაიგეთ, რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ აიმაღლოთ იმუნიტეტი და გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა:

ვერძი

მარსი 12 ოქტომბრამდე გააგრძელებს სვლას თქვენი ქორწინებისა და მეგობრობის სექტორში. დრო გექნებათ დაიწყოთ ვარჯიში და მოიცილოთ ზედმეტი კილოგრამები. დილაობით სირბილი და ჯანსაღი კვებაც აქტუალურია. 12 ოქტომბრიდან მარსი თქვენი ექსტრემალური სიტუაციების, სხვისი ფულის და მემკვიდრეობის სექტორში გადავა. ნიშნის ბევრ წარმომადგენელს სურს გამოსცადოს საკუთარი ძალები და, გამორიცხული არაა, სპორტის ექსტრემალურ სახეობებში ჩაერთოთ. გაფრთხილებთ, რომ ყურადღებით დაიცვათ უსაფრთხოების წესები, ამ თვეში საგრძნობლად იმატებს სხვადასხვა ტრავმის ალბათობა. აგრეთვე, უფრთხილდით შხამიანი გველებისა და მწერების ნაკბენს.

კურო

მარსი 12 ოქტომბრამდე გააგრძელებს სვლას თქვენი შრომისა და ჯანმრთელობის სექტორში. ამ თვეში აიღეთ ხანმოკლე შვებულება, რათა დაისვენოთ, ნერვები მოიწესრიგდეთ და საჭიროების შემთხვევაში ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. 12 ოქტომბრიდან მარსი გადავა თქვენი ქორწინებისა და მეგობრობის სექტორში. უნდა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა უფრო საინტერესო გახდება, თუ ამას აკეთებთ არა მარტო, არამედ სასიამოვნო, მეგობრულ კომპანიაში. გამოჯანმრთელდებით და და ქრონიკული პრობლემები აღარ შეგაწუხებთ. თქვენი ჯანმრთელობა ამ თვეში პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, იცავთ თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესებს.

ტყუპი

მარსი 12 ოქტომბრამდე გააგრძელებს ყოფნას თქვენი გართობის, სიამოვნების, თამაშების და ბავშვების სექტორში. ჩოგბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის თამაშები დიდ სიამოვნებას მოგიტანთ. ასევე ისიამოვნებთ ცეკვით, აჩვენებთ თქვენს მოქნილობას და გამძლეობას, ასევე სექსუალურობას. 12 ოქტომბრიდან მარსი გადავა თქვენი შრომისა და ჯანმრთელობის სექტორში. გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ სწორედ ამ პერიოდში, მარსის ასეთი ტრანზიტით, ყველაზე ადვილია ცუდი ჩვევებისგან თავის დაღწევა, ჭარბი წონის დაკლება, ვარჯიში. მთავარია, ეს ამოცანა საკუთარ თავს დაუსახოთ, მარსი კი დაგეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში.

კირჩხიბი

მარსი 12 ოქტომბრამდე იქნება თქვენი სახლისა და ოჯახის სექტორში. თუ სპორტულ დარბაზში შედეგები არ გაქვთ ისეთი კარგი, როგორც გინდოდათ, მიიღეთ რჩევა გამოცდილი ტრენერისგან. 12 ოქტომბრიდან მარსი გადავა თქვენი გართობის, სიამოვნების, თამაშების, სექსის და ბავშვების სექტორში. ახლა უმეტესობა ნებით დაუჭერთ მხარს ფიზიკურ აქტივობას, უბრალოდ იმიტომ, რომ ეს თქვენთვის სიხარულის მომგვრელი იქნება. ასევე ისიამოვნებთ თქვენი გაწვრთნილი სხეულით. მოგინდებათ თქვენი მოქნილობისა და გამძლეობის დემონსტრირება, ასევე სექსუალურობის.

ლომი

12 ოქტომბრამდე შეიძლება გახდეთ განსაკუთრებით მოუთმენლები სპორტში, მოინდომოთ დაუყოვნებელი შედეგის მიღწევა. 12-დან მარსის გავლენით დიდ დროს დაუთმობთ თქვენს ოჯახს და თქვენს შვილებს, შესაძლოა დააკავშიროთ ისინი სპორტთან. თუ ამ პერიოდში არ ხართ კარგად, თუ თქვენი სპორტული აქტივობის შედეგები არ არის ისეთი კარგი, როგორც გინდოდათ, აშკარად რაღაცას არასწორად აკეთებთ. მიიღეთ რჩევა გამოცდილი სპეციალისტისგან.

ქალწული

მარსი 12 ოქტომბრამდე იქნება თქვენი ფულისა და ქონების სექტრში. ამ დროს შესაძლოა განსაკუთრებული მფლანგველობა გამოავლინოთ. გაგიჩნდებათ სურვილი შეიძინოთ ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული აღჭურვილობა. თქვენ მხოლოდ ძვირად ღირებული ფიტნეს კლუბები მოგხიბლავთ. მაინც გირჩევთ, გამოავლინოთ გონივრულობა და არ ფლანგოთ ფული! 12-დან მარსი გადავა ახლო ნათესავებისა და ინფორმაციის სექტორში. მოიმატებს აზარტულობა და გაგიჩნდებათ სურვილი, საუკეთესო შედეგებს მიაღწიოთ სპორტში. თუმცა, ზომიერება არასდროსაა ზედმეტი.

სასწორი

მარსი დარჩება თქვენს ნიშანში 12-მდე, მოგინდებათ თქვენი შესაძლებლობების დადასტურება. 12 ოქტომბრიდან მარსი გადავა თქვენი ფულისა და ქონების სექტორში. ამ დროს შესაძლოა განსაკუთრებული მფლანგველობა გამოავლინოთ. სპორტისთვის მოგინდებათ, რომ შეიძინოთ ყველაზე ძვირად ღირებული აღჭურვილობა ან საუკეთესო სპორტული ფორმა. მხოლოდ ფეშენებელური ფიტნეს კლუბები მოგხიბლავთ.

მორიელი

მარსი გააგრძელებს თქვენი ჰოროსკოპის მე-12 სახლში, რომელიც პასუხისმგებელია საიდუმლოებებსა და შეზღუდვებზე, 12 ოქტომბრამდე. ვინაიდან მარსი არ არის ძალიან კომფორტული მე-12 სახლში, დიდი ალბათობით შემოიფარგლებით იოგით ან პილატესით. 12 ოქტომბრიდან მარსი გადმოვა თქვენს ნიშანში, გილოცავ მორიელო! თქვენს ნიშანში ყოფნისას, მარსი მოგცემთ მეომარ სულს და გამარჯვების წყურვილს. ახლა საკმაოდ ბევრის გაკეთების საშუალება გაქვთ, ჯანმრთელობა არ გიღალატებთ. ამ პერიოდში საუკეთესო აქტივობა არის ის, რომელიც მოიცავს კონკურენტებთან სამართლიან ბრძოლას.

მშვილდოსანი

12 ოქტომბრამდე მოგინდებათ აქტიურობა საზოგადოებრივ საქმიანობაში. სიამოვნებით მიიღებთ მონაწილეობას რაიმე სახის ერთობლივ აქტივობებში და დაარწმუნებთ მეგობრებს, რომ შემოგიერთდნენ სავარჯიშო დარბაზში. 12 ოქტომბერს მარსი გადავა თქვენი შიშების, საიდუმლოებების, არაკეთილსინდისიერებისა და შეზღუდვების სექტორში. ახლა ფრთხილად და ყურადღებიანი უნდა იყოთ. მოერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ აქტიურობას, გადაღლას.

თხის რქა

მარსი თქვენი ამბიციებსია და მიღწევების სახლში 12 ოქტომბრამდე გააგრძელებს ყოფნას. თუ დიდი ხანია ოცნებობთ წონის დაკლებაზე, ამ თვეში შესამჩნევ შედეგებს მიაღწევთ. 12 ოქტომბერს მარსი გადავა თქვენი სოციალური ცხოვრების სექტორში. შესაძლოა რომელიმე მეგობარმა დაგარწმუნოთ, რომ ახალი ფიზიკური აქტივობა დაიწყოთ. ექსპერიმენტი საინტერესო მოგეჩვენებათ და დათანხმებით. ამ თვეში სასიამოვნო კომპანიაში ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა გამოგადგებათ. შეიძლება მოგინდეთ დაკავდეთ გუნდური სპორტის სახეობით ან მიიღოთ მონაწილეობა შეჯიბრებებში. კარგ ამინდებში მეგობრებთან ერთად ბუნებაში გაისეირნეთ. ერთად წადით აუზზე ან სპორტდარბაზში.

მერწყული

მარსი გააგრძელებს სვლას თქვენი სწავლისა და მოგზაურობის სექტორში, 12 ოქტომბრამდე. თუ დიდი ხანია ოცნებობთ ვარჯიშს, ამ თვეში შესამჩნევი შედეგების მისაღწევად მაინც გექნებათ დრო. 12 ოქტომბერს მარსი გადავა თქვენი ამბიციებისა და მიღწევების სექტორში. ამ ძლიერი პლანეტის გავლენით მოგებაზე იქნებით ორიენტირებულნი, თუ რამე გსურთ, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, მიზანს მაინც მიაღწევთ.

თევზები

12 ოქტომბრამდე მარსი გააგრძელებს სვლას თქვენი ექსტრემალური სიტუაციების, პარტნიორების ფულისა და მემკვიდრეობის სექტორში. იყავით ყურადღებიანი და ფრთხილად, გადაჭარბებული დატვირთვით შეგიძლიათ მარტივად დაიზიანოთ თქვენი ჯანმრთელობა. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ სტრესი და კარგად გამოიძინოთ. 12 ოქტომბერს მარსი გადავა თქვენი სწავლისა და მოგზაურობის სექტორში. გექნებათ ფიზიკური აქტივობისთვის საჭირო ენერგია და, შესაძლოა, სპორტულ თამაშებში ოჯახთან ერთად ჩაერთოთ. უბრალოდ შეეცადეთ შეანელოთ თქვენი უკმაყოფილება და არ გადაიტანოთ ის საყვარელ ადამიანებზე. შესაძლოა, ზოგიერთი ჩაერთოთ რაიმე ეგზოტიკურ აქტივობებში, როგორიცაა დაივინგი, ან დაიწყებთ საბრძოლო ხელოვნების შესწავლას, კერძოდ, ისეთებს, რომლებიც აერთიანებს მოძრაობებს სულიერ პრაქტიკასთან.