რა გველოდება აგვისტოში, ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რა გველოდება აგვისტოში, ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ზაფხულის ბოლო თვეში სილამაზის, სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა რეტროგრადულია, 23 აგვისტოდან მერკურიც რეტროსვლაში გადავა; 29-დან ურანიც. რეტროგრადულია სატურნიც, ნეპტუნიც, პლუტონიც... ერთი სიტყვით, აგვისტოში ფრთხილები და დაკვირვებულები უნდა ვიყოთ. საუკეთესო დროა წარსული შეცდომების გამოსასწორებლად და დასვენებისთვის.

ვერძი

აგვისტოში მზე იქნება თქვენს მე-5 სახლში - გართობის, სიამოვნებისა და ბავშვების სექტორში. სამუშაოები უკანა პლანზე გადადის. აგვისტოში ოპტიმიზმით იქნებით სავსე, კარგ ხასიათზე და შეეცდებით ცხოვრებიდან მეტი სიამოვნება მიიღოთ. საპირისპირო სქესს დაუფიქრებლად ეფლირტავებით არა მარტო მარტოხელა ვერძი, არამედ ისინიც, ვინც უკვე ხანგრძლივ ურთიერთობაშია ან დაქორწინებულია. მარტოხელა ვერძი აგვისტოში შესაძლოა ჩაიძიროს ლამაზ რომანში, რომელიც მოგვიანებით მართლაც გადაიქცევა სერიოზულ კავშირში. ვერძმა ქალებმა შესაძლოა ამ თვეში გაიგონ ორსულობის შესახებ. ზოგადად, ბავშვების თემას თქვენთვის დიდი მნიშვნელობა ექნება: ამ თვეში დიდ დროს გაატარებთ მათთან.

კურო

აგვისტოში მზე გადავა თქვენი მშობლებისა და ოჯახის სექტორში. ამ თვეში ურთიერთობები მშობლებთან და ოჯახის წევრებთან განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა მათ კეთილდღეობაზე. თუ ოჯახსა და კარიერას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, ოჯახის სასარგებლოდ უნდა იმოქმედოთ. ამ თვეში თქვენს ცხოვრებაში ყველა მთავარი მოვლენა მოხდება სახლში, სამსახურში კი გელოდებათ ჩვეულებრივი რუტინა.

ტყუპი

მზე ზაფხულის ბოლო თვეს გაატარებს თქვენი ახლო ნათესავების და ინფორმაციის სექტორში. ტყუპმა უნდა ისწავლოთ არა მხოლოდ ახალი კავშირების დამყარება, არამედ მათი შენარჩუნებაც. ძალიან კარგია, თუ ზუსტად იცით, სად შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია, ვის უნდა მიმართოთ ამისათვის. აგვისტოში შეიძლება წააწყდეთ სიტუაციებს, როდესაც თქვენს ახლობლებს დასჭირდებათ რაიმე ინფორმაცია, რჩევა. ამ თვეში დიდ როლი ენიჭება უახლოეს ნათესავებთან, კერძოდ - და-ძმებთან ურთიერთობას. სამსახურში ვითარება, ზოგადად, ხელსაყრელად განვითარდება. შეგიძლიათ მოიპოვოთ არა მხოლოდ კოლეგების პატივისცემა, არამედ ქვეშევრდომებისაც. სხვისი შრომის ექსპლუატაციის მცდელობა გამოიწვევს უკმაყოფილებას, რაც უარყოფითად აისახება სამუშაო პროცესზე.

კირჩხიბი

2023 წლის აგვისტოში მზე გადავა თქვენს მეორე სახლში - ფულადი სახსრებისა და ქონების სექტორში. ფულის შოვნის ბევრი შესაძლებლობა მოგეცემათ. მაგრამ არ გირჩევთ, ფულის მომენტალურ გაფლანგვას. უმჯობესია, დაზოგვა. კიდევ ერთი გაფრთხილება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება კარგია, მაგრამ ფულის გამო ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. არ გირჩევთ ზეწოლას ქვეშევრდომებზე ან საქმიან პარტნიორებზე, ნუ სთხოვთ მათ ბევრს, ეს გამოიწვევს უარყოფით რეაქციას, კონფლიქტს. აგვისტოში მოგინდებათ უძრავი ქონების, ანტიკვარიატის, ხელოვნების ნიმუშების, აქციების შესყიდვა.

ლომი

აგვისტოში მზე მთელ თვეს გაატარებს თქვენს ნიშანში. ამ დროს ბევრი შესაძლებლობა მოგეცემათ საკუთარი იმიჯის გასაუმჯობესებლად და თვითშეფასების ასამაღლებლად. აგვისტოში აქტიურად დაიწყებთ ბიზნესს, გექნებათ თავდაჯერებულობა და მონდომება. ამ თვეში კარიერაში დაუყოვნებლივ წინსვლას არ უნდა ელოდოთ, მაგრამ შეგიძლიათ კარგი საფუძველი ჩაუყაროთ თქვენს მომავალ კეთილდღეობას. შეძლებთ ხალხის მასისგან გამორჩევას, ახლა თქვენ განსაკუთრებით შესამჩნევი იქნებით და ხელმძღვანელობა თქვენს კანდიდატურას დაწინაურებისთვის გაითვალისწინებს. შრომისმოყვარეობა და ნებისმიერ ფასად სასურველი შედეგის მიღწევის სურვილი ხელს შეუწყობს თქვენი მიზნების მიღწევას.

ქალწული

ზაფხულის ბოლო თვის უმეტეს ნაწილს მზე თქვენი შიშების, საიდუმლოებების, არაკეთილსინდისიერებისა და შეზღუდვების სექტორში გაატარებს. ახლა აქტიურობა უნდა შეამციროთ. უმჯობესია ეს თვე განმარტოებით გაატაროთ, კიდევ ერთხელ შეაფასოთ ის, რაც უკვე გააკეთეთ; გამოიტანოთ დასკვნები და მოემზადოთ შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის მას შემდეგ, როცა მზე თქვენს ნიშანში გადმოვა. არაფერზე არ ინერვიულოთ და არ იჩქაროთ, სჯობს ისიამოვნოთ, დასვენოთ. კიდევ ერთხელ გააანალიზეთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა. თუ რაღაცით უკმაყოფილო ხართ, უნდა დაადგინოთ, კონკრეტულად რამ გამოიწვია ეს გრძნობა. უნდა აღიაროთ, რომ სამყაროში ყველაფერი თქვენზე არ არის დამოკიდებული, ხანდახან ვერ გაარღვევთ ჩარჩოებს, რომელიც გზღუდავთ.

სასწორი

აგვისტოში მზე გადავა თქვენი მეგობრების, თანამოაზრეების და სოციალური აქტივობის სექტორში. ამ თვეში გახდებით უფრო ამბიციურები, გაიზრდება თქვენი ეფექტურობა. სხვებთან ურთიერთობისას შეეცადეთ გამოიჩინოთ კეთილგანწყობა და კეთილშობილება, მაშინ შეძლებთ ბევრი დაარწმუნოთ, რომ მართალი ხართ. თქვენ არ გსურთ ცარიელი დაპირებების დაჯერება, გჭირდებათ საკუთარი დამსახურების აღიარების ხელშესახები მტკიცებულება ახალი თანამდებობით, ხელფასის მატებით თუ პრემიით - კარგი მუშაობისთვის. გუნდური მუშაობა განსაკუთრებით პროდუქტიული იქნება და თქვენი მეგობრების - ძველი თუ ახალი - წყალობით მიიღებთ უპირატესობას თქვენთვის მნიშვნელოვან სიტუაციაში. ეცადეთ, სიამაყე არ აურიოთ ამპარტავნებაში, ლიდერობის სურვილი კი გარშემო მყოფების მიმართ ქედმაღლობაში.

მორიელი

აგვისტოში მზე მთელი თვე იქნება თქვენი პროფესიული წარმატებისა და კარიერის სექტორში და ასე თუ ისე, მოგიწევთ ამ სფეროსთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა. იგრძნობთ ამბიციის მოზღვავებას. გაგიჩნდებათ პროფესიული პოზიციის გაუმჯობესებისა და ბრწყინვალე შედეგების მიღწევის სურვილი. ნუ გამოიყენებთ კოლეგებისა და პარტნიორების კეთილგანწყობას ბოროტულად. გამოიჩინეთ კეთილშობილება დაუფასეთ მათ შრომა, ნუ მიითვისებთ მათ გაკეთებულს და ბევრად მეტს მიაღწევთ. მოგიწევთ უფროსებთან საუბარი და იმის გარკვევა, თუ რა პერსპექტივები გაქვთ ამჟამინდელ სამსახურში. თუ დაწინაურება არ არის მოსალოდნელი უახლოეს მომავალში, შეგიძლიათ მოძებნოთ სხვა ადგილი, სადაც არა მხოლოდ შეძლებთ თქვენი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას, არამედ მათთვის ღირსეული ჯილდოს მიღებასაც.

მშვილდოსანი

აგვისტოში მზე თქვენი ფილოსოფიისა და მოგზაურობის სექტორში იქნება. მოგინდებათ ინტელექტუალური დონის ამაღლება. ახლა თქვენ იგრძნობთ საჭიროებას არა მარტო მუდმივად მიიღოთ ახალი ინფორმაცია, არამედ გაუზიაროთ ის სხვებს, გაცვალოთ აზრები. ამ პერიოდში შეიძლება განსაკუთრებით აქტუალური გახდეს თქვენთვის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობასთან, რელიგიურობასთან, კულტურულ წეს-ჩვეულებებთან, საზღვარგარეთ მოგზაურობასთან, მეუღლის მშობლების ჯანმრთელობასთან ან ხელახლა დაქორწინების განზრახვასთან დაკავშირებული საკითხები. აგვისტოში შეგიძლიათ გააცნობიეროთ, რომ არ გაგაჩნიათ ცოდნა ან უნარები შემდგომი პროფესიული წინსვლისთვის და ამიტომ მოგინდებათ, ჩაირიცხოთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე. ნიშნის ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეიძლება მიიღოს შეთავაზება საზღვარგარეთ სტაჟირებაზე, ზოგი კი ინტერესის გამო გაემგზავრებით საზღვარგარეთ.

თხის რქა

მზე მთელ თვეს გაატარებს თქვენი ექსტრემალური სიტუაციების, სხვისი ფულისა და მემკვიდრეობის სექტორში. ამ თვეში განსაკუთრებით დაგჭირდებათ მხარდაჭერა, ძირითადად ემოციური. შესაძლოა თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყოს მატერიალური საკითხები, რომლებიც დაგეხმარებათ ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევაში. ზოგიერთი გადაწყვეტთ, პირველად განახორციელოთ გარკვეული ინვესტიციები, ნასესხები სახსრების ან ერთობლივი კაპიტალის გამოყენებით. ზოგს მოუწევს ვალების გადახდა, ვიღაცას კი, პირიქით, დაუბრუნებენ ნასესხებ ფულს. აგვისტოში შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა ან მოგიწიოთ მემკვიდეობით მიღებულ ფულთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრამ.

მერწყული

მზე აგვისტოს თქვენი ქორწინებისა და მეგობრობის სექტორში გაატარებს. ნიშნის მრავალი წარმომადგენელი გახდება უფრო ამბიციური, ამავე დროს - გულუხვი, შეძლებთ კეთილშობილების გამოვლენას, სუსტთა დაცვას და უსამართლოდ განაწყენებულთა დახმარებას. პროფესიულ სფეროში ყურადღება უნდა მიაქციოთ კოლეგებთან თუ ქვეშევრდომებთან ურთიერთობას, თუ ადრე რაიმე კონფლიქტი იყო, ეცადეთ მოაგვაროთ. ახლა თქვენ უნდა იყოთ მომართული არა დაპირისპირებაზე, არამედ თანამშრომლობაზე, უნდა ისწრაფვოდეთ მიაღწიოთ ურთიერთგაგებას საყვარელ ადამიანთან. ეს დაეხმარებათ წარმატებების მიღწევაში სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც. ზოგიერთი შესაძლოა აგვისტოში დაქორწინდეთ ან ოჯახში მატების შესახებ გაიგოთ.

თევზები

აგვისტოში მზე თქვენი შრომისა და ჯანმრთელობის სექტორში იქნება. დატვირთული იქნებით განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში. აქ შეიძლება წარმოიშვას რაღაც სირთულეები, რომლის გადასაჭრელად დაგჭირდებათ მთელი თქვენი პროფესიული გამოცდილების გამოვლენა და კარგი რჩევის მიღება პროფესიონალებისგან. თვის განმავლობაში მოგიწევთ დამღლელი სამუშაოს შესრულება, რაც მოითხოვს დიდ ყურადღებას, მაგალითად, გრაფიკების, ცხრილების და მოხსენებების შედგენას. ამ თვეში ნუ ელოდებით დაწინაურებას ან ხელფასის გაზრდას. თქვენი ან თქვენი ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობის მიმართ გმართებთ განსაკუთრებული ყურადღება. აგვისტოში უნდა გაიაროთ სამედიცინო გამოკვლევა იმ სიმპტომების გამო, რომელიც გაწუხებთ. რეგულარული ვარჯიში და დიეტა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ფორმა. იზრუნეთ შინაურ ცხოველზე, თუ ასეთი გყავთ.