ავტორი:

რას მოგვიტანს მზის დაბნელება ვერძში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

რას მოგვიტანს მზის დაბნელება ვერძში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

20 აპრილს, 8:12-ზე წლის პირველი მზის დაბნელება გველოდება ვერძის ზოდიაქოში, 30-ე გრადუსზე. ეს პირველი დაბნელებაა ვერძი-სასწორის ღერძზე. ამ დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი, რომელიც 5 მაისს, სავსემთვარეობაზე დაიხურება მთვარის დაბნელებით კუროში. მზის დაბნელება ყოველთვის ახალმთვარეობაზე ხდება და ცხოვრების ახლიდან დაწყების შესაძლებლობას გვაძლევს.

21 აპრილს კი მერკური - გონებისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა გადადის რეტროგრადულ სვლაში 15 მაისამდე. ზოგადად, 20 მაისამდე ეცადეთ არ დაიწყოთ მნიშვნელოვანი საქმეები, არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და გეგმიური ოპერაციების გაკეთებას, ქორწინებას, ხელშეკრულებების გაფორმებას. ეცადეთ, აკონტროლოთ ემოციები, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. გადააკეთოთ ნივთები. დაბნელებების პერიოდში იყავით ფრთხილად, რომ არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, რადგან ურთიერთობის აღდგენა ძალიან გაგიჭირდებათ. ამასთან, სასურველია, თუ უკეთესი დროისთვის გადადებთ საბუთების გაფორმებას, მოგზაურობას შორ მანძილზე (განსაკუთრებით არ გირჩევთ მგზავრობას 20 აპრილს და 5 მაისს). მაგრამ თუ მგზავრობის გადადება შეუძლებელია, იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული, რათა არაფერი გამოგრჩეთ, დაგრჩეთ ან დაკარგოთ. ჩამოწერეთ ახალი მიზნები, გეგმები, საქმეების იდეები, რომლებსაც საუკეთესო დროს - 21 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით განახორციელებთ.

მზის დაბნელებიდან რამდენიმე დღე დააკვირდით მოვლენებს. რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში, ვინ გამოჩნდება ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, აკონტროლეთ წნევა. შეიძლება გქონდეთ თავის ტკივილი. მოსალოდნელია განწყობის მკვეთრი ცვლილება. ეცადეთ, არ გადაღალოთ თვალები, ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო შენობაში. არ გადატვირთოთ კუჭი, მოერიდეთ ალკოჰოლისა და სხვა მათრობელა საშუალებების მიღებას. მზის დაბნელებაზე იყავით პოზიტიურ განწყობაზე, დაიცავით ზომიერება კვებაში.

20 აპრილს, მზე და მთვარე ერთ ნიშანში - ვერძში არიან. მზის დაბნელებიდან ერთი საათის განმავლობაში ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები და საქმეები, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. ამჯერად 6 თვეზე ან ერთ წელზე გათვლილი. მზის დაბნელებას ყველას ცხოვრებაში მოაქვს ცვლილებები, სასიამოვნო სიახლეები. განახლებები მოხდება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ვერძშივეა დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი, რომელიც სასიკეთო ცვლილებებს გვპირდება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი თავის საკეთილდღეოდ სხვების გაწირვა არ გეპატიებათ. თუმცა, ამასთან გვაქვს დაძაბული ასპექტებიც და ამიტომ, უნდა ვიყოთ დაკვირვებულები, გააზრებულები, დაფიქრებულები, სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ. ეს მზის დაბნელება იქონიებს გავლენას ხელმძღვანელ, გავლენიან პირებზე. ცვლილებები გველოდება პოლიტიკურ, ფინანსურ და ეკონომიკურ სფეროებში. შეიძლება მიღებული იქნას ახალი კანონები, შეიცვალოს წესები. დაბნელებების დღეებში და დერეფანშიც გამორიცხული არაა ამინდში მკვეთრი ცვლილებები, ეკოკატაკლიზმები.

ვისზე იმოქმედებს მზის დაბნელება და ახალმთვარეობა ყველაზე მეტად: პირველ რიგში მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 17-22 აპრილის შუალედში. სამყარო გიგზავნით ყველა საშუალებას, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო. 20-25 ოქტომბრის შუალედში დაბადებულებმა მიაქციეთ ყურადღება მინიშნებებს, დეტალებს. მიიღებთ საჭირო ინფორმაციას. თუ დაბადების დღეს აღნიშნავთ 20-25 ივლისის ან 17-22 იანვრის შუალედში საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენები გელოდებათ. იყავით მომართული პოზიტივზე, სიკეთის კეთებაზე. 18-23 ივნისის, 20-25 აგვისტოს, 19-23 დეკემბრისა და 16-20 თებერვლის შუალედში დაბადებულებს მზის დაბნელებიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში სასიკეთო ცვლილებები და მოვლენები გელოდებათ.