ავტორი:

რაში გაგიმართლებთ ნოემბერში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რაში გაგიმართლებთ ნოემბერში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი: შეგიძლიათ პროფესიონალურ სფეროში წარმატებების იმედი გქონდეთ. წარმატება შესაძლებელია, თუ მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ხართ. ფული მოვა ჟურნალისტიკის, მომსახურების, მედიაციის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროდან.

კურო: წარმატებები გელით, თუ პატიოსნად იმუშავებთ. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ იმაზე მეტი, ვიდრე ელოდით. ფული შეიძლება მოვიდეს საქველმოქმედო ფონდების შექმნით, ვაჭრობით და საოფისე საქმიანობით.

ტყუპი: პირადი ბედნიერება, რომანტიკული ნაცნობობა და ძლიერი რომანი გელით. ამ დროს ფული შეიძლება შემოვიდეს შემოქმედებითი პროექტებით, ბიზნესით, საშემსრულებლო ხელოვნებისა და ლიტერატურული საქმიანობით. თუ ოცნებობდით, დადგება დიდი ხნის ნანატრი ორსულობა.

კირჩხიბი: გაგიმართლებთ ყველაფერში, რაც თქვენს ოჯახს ეხება. ამ პერიოდში ნათესავებთან ჰარმონიული ურთიერთობა დამყარდება. საოჯახო სუფრასთან დიდ დროს გაატარებთ. ფული შეიძლება მოვიდეს უძრავი ქონებით ვაჭრობით და სასტუმროს ბიზნესით. ნოემბერში მშობლებისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებთ.

ლომი: წარმატებები გელით ყველაფერში, რაც კომუნიკაციასა და ინფორმაციას ეხება. თუ ახლა გამოიჩენთ გონიერებას და ხელის სისწრაფეს, ბედი მოგცემთ საშუალებას მიიღოთ კარგი ფული. წარმატებას მიაღწევთ სწავლაში, ინფორმაციის მოძიებასა და დოკუმენტების მომზადებაში.

ქალწული: ამ პერიოდში დიდი ფულის შოვნის ბევრი შესაძლებლობა გექნებათ. თქვენ შეგიძლიათ გამდიდრდეთ, თუ მოინდომებთ. ფულის გამომუშავებას შეძლებთ სილამაზისა და მოდის ინდუსტრიიდან. ფულს მოგიტანთ შემოქმედებით საქმიანობა და ხელნაკეთი ნივთების დამზადებასაც.

სასწორი: ნოემბერში შეიძლება თითქმის ყველაფერში გაგიმართლოთ. ახლა თქვენ გახდებით ძალიან შესამჩნევი სხვებისთვის. შესაძლოა თქვენი ტელეფონი დღეების განმავლობაში არ გაჩერდეს, რადგან ბევრ ადამიანს დასჭირდება თქვენთან კომუნიკაცია. ფული შეიძლება მოვიდეს ბიზნესიდან, ლიდერული პოზიციებიდან და ნებისმიერი მცდელობიდან, რომელშიც ინიციატივას გამოავლენთ.

მორიელი: ხანდახან სხვებთან ურთიერთობის სურვილი არ გექნებათ. ახლა თქვენ ჩაძირული იქნებით თქვენს შინაგან სამყაროში. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავში, სურვილებში გარკვევას, სულიერ პრაქტიკებს, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას.

მშვილდოსანი: გარშემო მყოფები დააფასებენ თქვენს შემოქმედებით იდეებს, სტარტაპებს და პროექტებს. შეგიძლიათ მიიღოთ სპონსორობა თქვენი ოცნების ასრულებისთვის. წარმატების მისაღწევად აქტიურად უნდა დაუკავშირდეთ სხვებს და ნუ გეგონებათ საკუთარი თავი არაღიარებული გენიოსი.

თხის რქა: ნოემბერი გპირდებათ წარმატებას პროფესიულ საქმეებში. შეიძლება გამოგიჩნდნენ გავლენიანი მფარველები, რომლებიც ხელს შეუწყობენ თქვენი კარიერის ამაღლებას. მიზნების მიღწევას შეძლებთ.

მერწყული: ბევრი ახალი პერსპექტივა გექნებათ. თქვენი გავლენა სხვებზე მნიშვნელოვნად გაიზრდება. შეგიძლიათ მიიღოთ მოგება ბიზნესის, საგამომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობიდან. ზოგიერთი კი შეძლებთ სამოგზაუროდ გამგზავრებას.

თევზები: შეგიძლიათ მარტივად გამოხვიდეთ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე დამაბნეველი სიტუაციიდან. ავადმყოფობის შემთხვევაში გაგიმართლებთ კარგ ექიმს იპოვით, უსახსრობის შემთხვევაში დაგიბრუნებენ ვალს. ზოგიერთი მიიღებთ მემკვიდრეობას. გირჩევთ, ნოემბრში არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ თვითკონტროლი.