რაში გაუმართლებს მერწყულს 2023 წელს

რაში გაუმართლებს მერწყულს 2023 წელს

16 მაისიდან იუპიტერმა დაიწყო მოძრაობა თქვენს მე-4 სახლში, ერთი წლით.

ამ დროს სახლის გაუმჯობესებაზე, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე უნდა იფიქროთ.

შესაძლოა თქვენი ოჯახი გადიდდეს, - ახალი წევრი შემოგემატოთ.

თუ დიდი ხანია გინდოდათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, შანსი გამოგიჩნდებათ.

თუ სახლში ყველაფერი მოგწონთ, შესაძლოა, უბრალოდ შეცვალოთ, გაამდიდროთ ინტერიერი.

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქცია წარმატებული იქნება.

ეს პერიოდი შესაფერისია მებაღეობისთვისაც, ზოგადად, მიწასთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

არაა გამორიცხული, რომ მიიღოთ მემკვიდრეობა, უძრავი ქონების, ძვირად ღირებული ნივთების სახით.