ავტორი:

როგორ გავაუმჯობესოთ დამოკიდებულება დედამთილთან, თუ იგი ჰაერის სტიქიის წარმომადგენელია

როგორ გავაუმჯობესოთ დამოკიდებულება დედამთილთან, თუ იგი ჰაერის სტიქიის წარმომადგენელია

დედამთილის გადაკეთება შეუძლებელია. მას საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები აქვს ყველა საკითხზე და მის შვილთან, თქვენს მეუღლესთან, ურთიერთობა რომ არ გაგიფუჭდეთ, ეცადეთ, დედამთილთან დამოკიდებულება დაარეგულიროთ, ამაში კი ასტროლოგია დაგეხმარებათ.

ტყუპი

ტყუპის დედამთილი შეიძლება გახდეს თქვენი საუკეთესო მეგობარი. მასთან ერთად წახვიდეთ საყიდლებზე, დახარჯოთ ფული, იჭორაოთ და გაერთოთ, მაგრამ თუ ჩუმად იქნებით, მასთან ურთიერთობა გაგიჭირდება. ასევე რთული იქნება მათთვის, ვისაც ტრადიციული აღზრდა და ჩვევა აქვს უფროს ნათესავებთან დისტანცია დაიცვას. თუ მისთვის საკმარისად მხიარული, კომუნიკაბელური და ხალისიანი არ ხართ, მასთან კომუნიკაცია გაგიჭირდებათ. იყავით მეგობრული, მხარი დაუჭირეთ მის ინიციატივებს შეძლებისდაგვარად და, თუ ეს შესაძლებელია, ემეგობრეთ როგორც თანასწორს.

სასწორი

სასწორის დედამთილი საკუთარი დედასავით შეგიყვარდებათ, თუ მასთან გამოავლენთ ეტიკეტს, ზრდილობას, ხელოვნებისადმი გატაცებას. დაიმახსოვრეთ, სასწორი ინტელიგენციის საუკეთესო თვისებების მშვენიერი განსახიერებაა და ამას სხვებისგანაც ითხოვს. თუ გსურთ ნორმალური ურთიერთობა გქონდეთ სასწორ დედამთილთან, ჩაიცვით ელეგანტურად ყველა შეხვედრისას. გამოავლინეთ რაიმეში გამორჩეული ნიჭი. ეცადეთ, მის თვალწინ არ გამოიყენოთ სალანძღავი სიტყვები, ალკოჰოლი და სიგარეტი.

მერწყული

რეალურ ცხოვრებაში, მერწყული დედამთილი ყველაზე ტკბილი ადამიანია. მას არ აქვთ სხვისი ოჯახების საქმეებში ჩარევის ჩვევა. საზოგადოებაში კი ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება. ეს ქალი ნამდვილად არ გასწავლით თუ როგორ უნდა მოამზადოთ წესიერად კერძი და შეინარჩუნოთ სახლი წესრიგში. არასდროს ესაუბროთ რელიგიასა და პოლიტიკაზე, მით უმეტეს, თუ ამ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები გაქვთ. ესაუბრეთ უჩვეულო, საინტერესო თემებზე, თუნდაც ასტროლოგიაზე, ჰკითხეთ რჩევები ეზოტერიკულ საკითხებზე.