რომელ დღეს უნდა დაიწყოთ დიეტა და რომელ პროდუქტებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა კვირის განმავლობაში

რომელ დღეს უნდა დაიწყოთ დიეტა და რომელ პროდუქტებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა კვირის განმავლობაში

ზედმეტი კილოგრამების სწრაფად მოცილების საკითხი ძალიან ბევრი ადამიანისთვის დგება დღის წესრიგში. იმისათვის, რომ დიეტა ეფექტური იყოს, საჭიროა, მისი სწორ დღეს დაწყება. აგრეთვე გაითვალისწინეთ იმ პროდუქტების ჩამონათვალიც, რომელიც უმჯობესია, კვირის კონკრეტულ დღეს მიირთვათ.

თუ ვერძი ხართ, აჯობებს დიეტა დაიწყოთ სამშაბათს. ამ დღის მმართველი მარსია, ისევე როგორც თქვენი ზოდიაქოს ნიშნის. სასურველია, დიეტასთან ერთად, აქტიურად ივარჯიშოთ მეტი შედეგის მისაღწევად.

კურომ დიეტა პარასკევს უნდა დაიწყოთ, ამ დღეს კუროს მმართველი ვენერა მართავს და შესაბამისად, ვენერას დღეს დაწყებული დიეტა თქვენთვის საკმაოდ ჰარმონიული იქნება.

ტყუპმა დიეტა ოთხშაბათს უნდა დაიწყოთ. ეს მერკურის დღეა, მერკური კი ტყუპის მმართველია.

კირჩხიბს დიეტის დაწყებას ორშაბათს გირჩევთ. ამ დღის მმართველი მთვარეა, ამიტომ ზუსტად ორშაბათობით დაწყებული დიეტა იძლევა თქვენთვის კარგ შედეგს.

ლომმა დიეტა კვირას უნდა დაიწყოთ. ეს სწორედ ის დღეა, რომელსაც ლომის მმართველი მზე მართავს.

ქალწულისთვის კარგი დღე დიეტის ან გამაჯანსაღებელი შიმშილის დასაწყებად ოთხშაბათია.

სასწორმა დიეტა კუროს მსგავსად, ვენერით მართულ დღეს - პარასკევს უნდა წამოიწყოთ.

მორიელისთვის საუკეთესო პერიოდი დიეტის დასაწყებად არის სამშაბათი. ამ დღეს მისთვის საკმარისად მაღალია მოტივაცია და სასიცოცხლო პოტენციალი აღებული სტარტის ბოლომდე მისაყვანად.

მშვილდოსანს დიეტის დაწყებას ხუთშაბათს გირჩევთ. თუმცა სასურველია, დიეტა მკაცრი და ძალიან მწირი არ იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დაცვა გაგიძნელდებათ.

თხის რქისთვის დიეტის დასაწყებად იდეალური დღეა შაბათი, რომელსაც პლანეტა სატურნი მართავს. სასურველია, დიეტა სრული ერთდღიანი შიმშილობით დაიწყოთ.

მერწყულისთვის საუკეთესო პერიოდი მსგავსად თხის რქისა შაბათია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ზოდიაქოს ნიშანსაც თხის რქის მსგავსად თანამმართველი პლანეტა სატურნი ჰყავს.

თევზებს დიეტის დაწყებას ხუთშაბათ დღეს გირჩევთ. თქვენი რაციონი გაჯერებული უნდა იყოს წვენებით და სამკურნალო ჩაით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ:

ორშაბათს უნდა შეამციროთ ფქვილის პროდუქტების რაოდენობა, არ დაამატოთ ზედმეტი მარილი საკვებში, არ მიირთვათ მწნილები, შებოლილი ხორცი, ცხარე ბოსტნეული, ალკოჰოლი.

სამშაბათს უნდა შეზღუდოთ პურის, ღვეზელებისა და ტკბილეულის მოხმარება, მაგრამ შეგიძლიათ მიირთვათ ცხარე ბოსტნეული, მწნილები და მარინადები, პარკოსნები და მარცვლეულისგან დამზადებული კერძები ცხარე სანელებლებით, კვერცხი და ცილოვანი საკვები.

ოთხშაბათს სასარგებლოა ბოსტნეული: სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, სხვადასხვა მწვანილი; უნდა შეამციროთ ცხოველური ცხიმებისა და ცილების რაოდენობა. ჯანსაღია სხვადასხვა სალათი და ფაფეული თხილის, ჩირისა და კენკრის დამატებით.

ხუთშაბათს სასარგებლოა საჭმელში ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის დამატება, ტკბილეულს ნუ გადააჭარბებთ და შეზღუდეთ ბოლქვიანი ბოსტნეულის მოხმარება.

პარასკევს უმჯობესია მიირთვათ ხილი, კენკრა, თაფლი, თხილი, ნებისმიერი მარცვლეული, ცხარე ბოსტნეული, ფქვილის პროდუქტები, დალიოთ ხილის წვენები, მაგრამ თავი შეიკავოთ კვერცხის, სოკოსგან, ცხარე პროდუქტებისგან, ხორცისა და თევზის კერძებისგან.

შაბათს საკვებში ზომიერება სასარგებლოა, მიირთვით: ყველი, ხაჭო, კვერცხი, ჩირი, თხილი, კიტრი და ყაბაყი, ისპანახი, სოკო, ქლიავი, მოცვი, მწვანილი. ასევე ტკბილი კერძები; თავი შეიკავეთ ცხარე და დაკონსერვებული საკვებისგან, შემწვარი და შებოლილისგან და მაღალალკოჰოლური სასმელებისგან.

კვირას ორგანიზმი მაქსიმალურად აქტიურია და ადვილად ითვისებს ყველა სახის საკვებს.