ავტორი:

საუკეთესო პერიოდი გველოდება და შანსი არ გაუშვათ ხელიდან

საუკეთესო პერიოდი გველოდება და შანსი არ გაუშვათ ხელიდან

12 იანვარს მარსის ასპექტი გველოდება იუპიტერთან.

იუპიტერის გავლენა ხელს უწყობს მეწარმეობას და ზრდის ინიციატივების ეფექტურობას, თუ თქვენ იმოქმედებთ მიზანმიმართულად და გააზრებულად წარმატებას მიაღწევთ.

ამ ასპექტის ენერგიები ხელსაყრელია ახალი პროექტებისა და საწარმოებისთვის, გაერთიანებებისა და ასოციაციების შესაქმნელად, მოლაპარაკებებისა და კონტრაქტების გაფორმებისთვის და კორპორატიულ ბიზნესში ჩართვისთვის.

პერიოდი აგრეთვე ხელსაყრელია იურიდიული საკითხების გადაწყვეტისთვის, კონსულტაციების მისაღებად, სოციალური, საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმიანობისთვის.

გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან, გააფორმეთ ხელშეკრულება საზღვარგარეთულ კომპანიებთან.

კარგი პერიოდია აკადემიურ, კულტურულ და რელიგიურ ორგანიზაციებთან კონტაქტებისთვის.

შესაძლებელია პირადი და ოჯახური პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა.

ბიზნესში წარმატების მისაღწევად მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ზოგიერთი საკითხის გადასაჭრელად სასარგებლოა ნაცნობების შეწუხება, გავლენიანი ადამიანების მფარველობის მიღება.

ასპექტის მოქმედების პერიოდია 18 იანვრამდე. ეს პერიოდი შესაფერისია ახალი პროექტების დასაწყებად და მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის. გრძელვადიანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად და ბიზნესში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად. ასე, რომ გააქტიურდით!