ავტორი:

სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება მორიელში: რას მოგვიტანს, ვისზე იმოქმედებს და როგორ მოვიქცეთ

სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება მორიელში: რას მოგვიტანს, ვისზე იმოქმედებს და როგორ მოვიქცეთ

5 მაისს, 21:23-ზე სავსემთვარეობას და მთვარის დაბნელებას ველოდებით მორიელში. 20 აპრილს გვქონდა ახალმთვარეობა და მზის დაბნელება კუროში და ამ დღეს გაიხსნა დაბნელებების დერეფანი, დაიწყო კარმული პერიოდის დრო, რომელიც 5-ში უნდა დაიხუროს. ამასთან, 15 მაისამდე რეტროგრადული მერკურის პერიოდია და შეფერხებები გადაადგილებისას, კომუნკაციაში, შეცდომების დაშვება მიმოწერაში, საბუთებში ისევ აქტიურია. გირჩევთ, ახალი ამ პერიოდში არაფერი მოიმოქმედოთ და უკეთეს დროს დაელოდოთ. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ ფულის დაბანდებას, ფინანსური საკითხების მოგვარებას. თუ თქვენ შეგექმნათ მატერიალურ საკითხებთან უსიამოვნებები იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული.

სავსემთვარეობაზე მზე და მთვარე ერთმანეთის მოწინააღმდეგე ნიშნებში, მე-15 გრადუსში არიან განლაგებულები: მზე - კუროში, ხოლო მთვარე მორიელშია. მათ შორის დაპირისპირებაა. ადამიანებში მოიმატებს დაძაბულობა, გაღიზიანება. ამ პერიოდში (პლუს/მინუს 2-3 დღე) არ გირჩეევთ ურთიერთობების გარჩევას საყვარელ ადამიანთან, მოერიდეთ მჭრელ და ბასრ საგნებთან შეხებას, ალკოჰოლის მიღებას, იყავით ყურადღებიანი საჭესთან. არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები და მით უმეტეს გაჯეტები, რადგან მერკური რეტროგრადულია. ამ პერიოდში ბავშვები ჭირვეულები ხდებიან და ეცადეთ გაგებით მოეკიდოთ მათ. სასურველია, დაიცვათ დიეტა, იყოთ პოზიტიურ განწყობაზე, მშვიდი და ღიმილიანი.

სავსემთვარეობა ემოციური და არასტაბილური დღეა და მას ემატება მთვარის დაბნელებაც. ამასთან, მერკურიც რეტროგრადულია. არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას, ურთიერთობების გარჩევას, შორ მანძილზე მგზავრობას, ხელშეკრულებების გაფორმებას. ამასთან, მორიელის მმართველი პლუტონი ცუდად უპირისპირდება იუპიტერს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტრანსფორმაციული ცვლილებები საერთაშორისო საკითხებში, მათ ცხოვრებაში ვისაც დიდი ფული, გავლენები და ძალაუფლება გააჩნია. გარდა ამისა, მზე ურანს უერთდება და მოულოდნელობები არაა გამორიცხული. უნდა იყოთ რეფორმატორები, უნდა მოახდინოთ თქვენი ცხოვრების განახლება.

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება მორიელში ყველაზე მეტად?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კუროზე და განსაკუთრებით, მათზე, ვინც 2-8 მაისის შუალედში აღნიშნავს დაბადების დღეს. განახლების, სიახლეების დროა. მთელი წლის განმავლობაში გელოდებათ ცვლილებები და ეცადეთ, იყოთ მზად ამისთვის, მაგრამ ნუ დაელოდებით სხვებს, მოვლენებს, თავად გააქტიურდით, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო. მორიელებზე (განსაკუთრებით 3-9 ნოემბერის შუალედში დაბადებულებზე). აკონტროლეთ ემოციები, გააზრებულად იმოქმედეთ, უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. ცოტა მეტი სიფრთხილე და დაკვირვება მოეთხოვებათ მათ, ვინც დაბადების დღეა აღნიშნავს 4-10 აგვისტოსა და 31 იანვარ-6 თებერვლის შუალედში. უნდა გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენი თავის, საქმეების გასაუმჯობესებლად. სასიამოვნო ცვლილებები ელოდებათ მათ, ვინც დაიბადა შემდეგ პერიოდში: 3-9 ივლისს, 4-10 სექტემბერს, 2-8 იანვარს და 2-8 მარტს. თქვენ შედარებით იოლად მიაღწევთ სასურველ შედეგებს. მაგრამ ნურც გულხელდაკრეფილები ისხდებით. გამოიყენეთ ყველა საშუალება, რათა განახორციელოთ იდეები და მიზნები.

მშვიდ და პოზიტიურ სავსემთვარეობას და მთვარის დაბნელებას გისურვებთ!