სავსემთვარეობის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რა გელოდებათ მომდევნო 6 თვის განმავლობაში

სავსემთვარეობის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რა გელოდებათ მომდევნო 6 თვის განმავლობაში

5 მაისს სავსემთვარეობა და მზის დაბნელება გვქონდა მორიელის ნიშანში. სტატია ამ ასტროლოგიური მოვლენების შესახებ დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ემოციურობა და დაძაბულობა კიდევ რამდენიმე დღე გასტანს. ეს არის ბრძოლის და გათავისუფლების პერიოდია. უნდა მოიცილოთ ყველაფერი ის, რაც გაწუხებთ. პროგნოზი მოქმედებს ერთი თვიდან 6 თვის ჩათვლით.

ვერძი

უნდა გათავისუფლდეთ ფინანსური გადასახადებისგან. პარტნიორებთან ერთად იმსჯელეთ სად აპირებთ ფულის დაბანდებას. თუ სამემკვიდრეო საკითხები გაქვთ მოსაგვარებელი, შეიძლება ახლა მიიღოთ. კარგი იქნება, თუ მოიცილებთ ყველა დამოკიდებულებას - ემოციურსაც, ფსიქოლოგიურსაც, მატერიალურსაც, მავნესაც.

კურო

ცვლილებები გელოდებათ პარტნიორულ ურთიერთობაში. შეიძლება გაწყვიტოთ კავშირი ადამიანაანთ, ვისთან ერთადაც მუშაობდით, სასიყვარულო პარტნიორთან. არ გირჩევთ სხვის მოსმენას, ნუ იქნებით დამოკიდებული სხვის აზრზე. გააკეთეთ ის, რაც თავად მიგაჩნიათ საჭირო.

ტყუპი

მოგინდებათ გარემოს შეცვლა. შეიძლება სამუშაო პირობები შეგეცვალო ან ცოტა ხნით თავი დაანებოთ მუშაობას. ეცადეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვათ. უარი თქვათ მავნე ჩვევებზე. კარგი იქნება. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მოგეცემათ გამოჯანმრთელების, დაავადების დამარცხების საშუალება.

კირჩხიბი

მიაქციეთ ყურადღება სასიყვარულო ურთიერთობას. შეგეცვლებათ დამოკიდებულება პარტნიორთან - დაშორება ან სერიოზულ ეტაპზე გადასვლა. თუ მარტოხელა ხართ, დასრულდება თქვენი მარტოობა, გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენი ცხოვრების მეგზური გახდება. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებთან ურთიერთობას, არ გირჩევთ მათ გადამეტებულ კონტროლს. ან შეიძლება გაიგოთ, რომ ოჯახში ბავშვი დაიბადება.

ლომი

დაასრულებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს, - ახალ ბინაში გადასვლას, რემონტის დაწყებას. ან შეიძლება თქვენმა მოზრდილმა შვილებმა დატოვონ თქვენი სახლი. ზოგიერთმა შეიძლება დაოჯახება გადაწყვიტოთ, ზოგმა - ცოტა ხნით მარტო ცხოვრება. უნდა მოიცილოთ სახლიდან უსარგებლო ნივთები.

ქალწული

დაფიქრდებით ურთიერთობებზე. იმდენ სიკეთეს და ყურადღებას იღებთ, რასაც გასცემთ? ტოქსიკური ხომ არაა ზოგიერთი ურთიერთობა. ზოგიერთი ადამიანი ბოროტად ხომ არ იყენებს თქვენს კეთილგანწყობას. უნდა დაასრულოთ სწავლა. ან გადაწყვეტთ რამე სფეროს შესწავლას. თუ გსურდათ ავტომობილის ან გაჯეტების გაყიდვა, ახლა საუკეთესო პერიოდია.

სასწორი

უნდა მოიცილოთ ფულთან დაკავშირებული შიშები. თუ მუშაობთ თქვენთვის უინტერესო, დაძაბულ სამუშაოზე, ფულის გამო, ჯობია შეარჩიოთ ის სფერო, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. ნუ ნერვიულობთ, სამყარო ფინანსების გარეშე არ დაგტოვებთ. თუ პარტნიორზე ხართ მატერიალურად დამოკიდებული, ნუ გგონიათ, რომ მასთან ყოფნა იძულებით უნდა აიტანოთ, ფულის გამო.

მორიელი

დაბნელება თქვენს ნიშანშია. განახლების დროა. უნდა მოიცილოთ ყველაფერი, რაც გაფერხებთ, რაც ხელს გიშლით განვითარებაში. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, ნუ გეშინიათ შეცდომების დაშვების, გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი. იყავით მომართული გამარჯვებაზე. და რაც მთავარია, რაც თქვენგან მიდის, უნდა გაუშვათ. ზოგიერთს მოგინდებათ სტილის, გარეგნობის შეცვლა.

მშვილდოსანი

გაგიჩნდებათ ფარული რომანის გაბმის სურვილი ან შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ფარული წყარო. ზოგიერთმა შეიძლება ფარული რომანის გამოააშკარავება გადაწყვიტოთ. თუ კონტაქტით მუშაობდით შეიძლება დასრულდეს და გათავისუფლდეთ. საუკეთესო დროა სულიერი განვითარებისთვის, უცხოეთში გასამგზავრებლად. თუ ვინმეზე ნაწყენი ხართ, აპატიეთ საკუთარ თავსაც და იმ პიროვნებასაც.

თხის რქა

ნუ ეცდებით იყოთ სხვაზე უკეთესი. აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. იყავით მომართული, რომ საკუთარ თავს ასიამოვნოთ და არა სხვებს. მიიღებთ სასურველს, იმას, რასაც იმსახურებთ. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ რომანი, რომელიც სიამოვნებას აღარ განიჭებთ ან შეიძლება ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადაიყვანოთ. თქვენს ახლობლებს შეიძლება ეყოლოს შვილი და თქვენ გთხოვოთ მონათვლა.

მერწყული

სტატუსის გაუმჯობესების დროა. მიიღებთ იმას, რისკენაც ისწრაფოდით. მიხვდებით, რომ გაფასებენ, თქვენს აზრს ითვალისწინებენ. თუ უნდა მიგეღოთ დოკუმენტები, მიიღებთ - ეს შეიძლება იყოს უძრავი ქონების მფლობელობის, მუშაობის დაწყების ან თუნდაც განქორწინების. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ასაკით უფროს ადამიანებთან. მშობლებთან.

თევზები

თქვენს თავს სხვანაირად დაინახავთ, მოგინდებათ საკუთარი თავის მეტად დაფასება. გადაწყვეტთ: უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას, კიდევ ერთი დიპლომის აღებას ან შეიძლება დაასრულოთ; მოგზაურობას უცხოეთში. თუ ასაკი ხელს გიწყობთ, გაიგებთ, რომ შვილიშვილი გეყოლებათ. თუ სასამართლო საკითხები გქონდათ აღძრული, გაერკვევით, დაასრულებთ.