ავტორი:

თხის რქას ჩაუ-ჩაუ, მორიელს - კორგი: რომელი ჯიშის ძაღლი შეეფერება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს

თხის რქას ჩაუ-ჩაუ, მორიელს - კორგი: რომელი ჯიშის ძაღლი შეეფერება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს

ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ადამიანს ანიჭებს განსაკუთრებული ხასიათის თვისებებს. ხშირად ხდება, რომ ზოდიაქოს ნიშნების შეუთავსებლობის გამო გვიჭირს ერთმანეთთან ურთიერთობა. შინაური ცხოველის არჩევისასაც კი გირჩევთ, გაითვალისწინოთ თქვენი პირადი ჰოროსკოპი, რის საფუძველზე შეიქმნა რეკომენდაციები, რომელი ძაღლი აირჩიოთ...

ვერძი - ალაბაი

ვერძი ბუნებით დამოუკიდებელია, ქალებზე განასახიერებენ მამაკაცურ თვისებებს, ხოლო ვერძი მამაკაცები ხშირად ხდებიან ლიდერები, აღწევენ წარმატებას ნებისმიერ ბიზნესში. ასეთი ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანებს გჭირდებათ კომპანიონი, რომელიც ასევე ძლიერი ხასიათის იქნება. და ალაბაი სწორედ ასეთი ძაღლია. ის მშვიდია, მაგრამ შესაფერის დროს ყოველთვის შეუძლია საკუთარი თავისა და პატრონის დაცვა.

კურო - გრძელთმიანი იორკშირული ტერიერი

კურო კაცები მშვიდები, ხშირად კი არაკომუნიკაბელურები არიან, ამ ნიშნის ქალებს მშვიდი ხასიათი აქვთ. კურო იმდენად კომფორტულად გრძნობს თავს საკუთარ თავთან, რომ არ ფიქრობს შინაური ცხოველის ყოლას. თუმცა, თუ მაინც გადაწყვეტა, მისთვის იდეალური ვარიანტია იორკშირის ტერიერი.

ტყუპი - აფრიკული ბასენჯი

ტყუპი ქალების ხასიათი ცვალებადია, მათ არც ამ ნიშნის მამაკაცები ჩამორჩებიან. ხშირად შეუძლიათ ცხოვრებისეული პრინციპების შეცვლაც, რომ აღარაფერი ვთქვათ განწყობაზე. მათ მოეწონებათ აფრიკული ბასენჯი, რომელიც თავისი ექსცენტრიკული ხრიკებითა და სიჯიუტით პატრონს მოდუნების საშუალებას არ მისცემს.

კირჩხიბი - პუდელი

კირჩხიბი მამაკაცი მზრუნველი ქმარი და მამაა. უყვარს სახლში ყოფნა. დროის გატარება მშვიდ, მყუდრო გარემოში. კირჩხიბი ქალები საუკეთესო დიასახლისები არიან. სამეფო პუდელი კირჩხიბების ოჯახის ნამდვილი წევრი გახდება. ის ბრძანებას უპრობლემოდ შეასრულებს და ბავშვებსაც კარგად შეეგუება.

ლომი - დობერმანები

ლომი მამაკაცები ზედმეტად ეგოცენტრიკული და მიზანდასახულები არიან. სურთ საუკეთესო იყვნენ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ საყვარელი ადამიანებისთვისაც. ასეთ ადამიანებს სჭირდებათ საუკეთესო ძაღლი - დობერმანი. სიმპათიური, დიდებული, ძლიერი, მაგრამ მორჩილი მეგობარი.

ქალწული - ტაქსა

ქალწული მამაკაცები და ქალები არიან კეთილსინდისიერები, უკონფლიქტოები, ეკონომიურები და ზრუნველები. მაგრამ ამავდროულად, ქალწულები ხშირად მოსაწყენები არიან. ტაქსა პატრონს უგუნებობას გაუფანტავს, თამაშებს მოითხოვს და სასეირნოდ წაყვანასაც.

სასწორი - შიბა ინუ

სასწორი მამაკაცები ხშირად ზარმაცები არიან, ქალები ზედმეტად განებივრებულები. იაპონური შიბა ინუ არ დაუშვებს პატრონებს ყოყმანს, მან ყოველთვის იცის რა სურს და როგორ.

მორიელი - კორგი

მამაკაცი მორიელები არიან შრომისმოყვარეები, შესანიშნავი თანამშრომლები. ქალი - საუკეთესო ცოლი და დედაა. მუდამ ღიმილიანი კორგი მორიელის დაძაბულობას განუმუხტავს, ღიმილს მოჰგვრის.

მშვილდოსანი - ჰასკი

მშვილდოსნებს უყვართ თავგადასავალი და მოგზაურობა. მამაკაცებიც და ქალებიც ენერგიულები არიან. ერთგული და გამძლე ჰასკი საუკეთესო კომპანიონი იქნება მათთვის. ისინი მზად არიან ათეულობით კილომეტრი გაიარონ ლაშქრობაზე პატრონის გვერდით.

თხის რქა - ჩაუ ჩაუ

თხის რქები მელანქოლიისკენ არიან მიდრეკილნი. მათ სჭირდებათ ის, ვინც მათ ცხოვრებაში ცოტა სტაბილურობას, სიმშვიდეს და კომფორტს შემოიტანს. აბა, ვის შეუძლია ამის გაკეთება თუ არა ჩაუ ჩაუს?..

მერწყული - ჩინური ძაღლი

მერწყული ქალები ექსტრავაგანტული ბუნების არიან. უყვართ უჩვეულო და შოკისმომგვრელი აქტივობები. მათ არც მამაკაცები ჩამორჩებიან. ისინი ხდებიან მოდის დიზაინერები და სტილისტები. მათმა შინაურმა ცხოველმა ისევე უნდა მიიპყროს ყურადღება, როგორც პატრონმა, ასეთი კი ჩინური ძაღლია.

თევზები - ოქროსფერი რეტრივერი

თევზები მეოცნებეები არიან: ქალები ძალიან რბილები, ქალურები. მამაკაცები - მგრძნობიარები და ერთგულები. ნაზ თევზებს სჭირდება ძაღლი, რომელიც იქნება კარგი მეგობარი, მზად იქნება საათობით იაროს წყნარ ადგილებში და არ ჰქონდეს რთული ხასიათი, მაგალითად, რეტრივერი. ის მორჩილი ოჯახის ძაღლია.