ვენერა თევზებშია, მაგრამ ვარდისფერი სათვალე უნდა მოიხსნათ

ვენერა თევზებშია, მაგრამ ვარდისფერი სათვალე უნდა მოიხსნათ

11 მარტს სიყვარულის, სილამაზის და ფულის პლანეტა ვენერა თევზებში გადადის 5 აპრილამდე. ვენერა თევზებში - ეგზალტაციაშია - ეს არის პლანეტის უძლიერესი პოზიცია და 2024 წელს და მისი ყველა დადებითი თვისება მაქსიმალურად გამოვლინდება!

ვენერა თევზებში უყვარს ოცნება, ზღაპრები და ფანტაზიები, რის გამოც ხშირად ზარალდება. მოგინდებათ დაკავდეთ ისეთ აქტივობებში, რომლებსაც სიამოვნება და ბზინვარება მოაქვს. საუკეთესო პერიოდია, რომ ნიჭი გამოავლინოთ ხელოვნებაში, მუსიკაში, ფოტოგრაფიაში, ცეკვაში, მაკიაჟში. წერა, ხატვა და პოეზიისადმი სიყვარულიც აუცილებლად იჩენს თავს.

შესაძლებელია ფულის ფარული წყაროდან შემოდინება. შესაძლოა, ფული მიიღოთ შემოსავლის ორი წყაროდან. მაგრამ არ გირჩევთ ფულის ფლანგვას უსარგებლო, ფუფუნების ნივთებზე. ფინანსურად განსაკუთრებით საინტერესო პერიოდი ელით ვერძსა და ქალწულს ; აგრეთვე მერწყულსა და ლომს . ადამიანებს მოუნდებათ საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართვა. მაგრამ იყავით გონივრული, სხვის საამებლად თავად გაღლეტილი ნუ დარჩებით.

დადებითი თვისების პარალელურად არსებობს უარყოფითი მხარეებიც, რომლებიც უნდა იცოდეთ. ამ დროს გაძლიერებულია ემოციური მგრძნობელობა. ზედმეტად გააიდეალებთ ადამიანებს და სიტუაციებს.

ვენერას თევზებში ყოფნისას მნიშვნელოვანია არ გადავარდეთ ფანტაზიის ილუზიურ სამყაროში, მსხვერპლად არ შეეწიროთ გარშემო მყოფებს. ამასთან, გაფრთხილებთ, რომ მოერიდოთ ალკოჰოლურ და სხვა მათრობელა საშუალებებს. იკვებეთ ჯანსაღად.