სამეფო ოჯახის საყვარელი ზოდიაქოს ნიშანი - რატომ იბადებიან მონარქების ნათესავები ყველაზე ხშირად კუროს ნიშნის ქვეშ

სამეფო ოჯახის საყვარელი ზოდიაქოს ნიშანი - რატომ იბადებიან მონარქების ნათესავები ყველაზე ხშირად კუროს ნიშნის ქვეშ

რა საერთო აქვთ დედოფალ ელისაბედს, პრინცესა შარლოტას, პრინც ლუისა და მეგან მარკლის შვილს? სისხლით ნათესაობის გარდა, ყველა კუროა. დედოფალი ელისაბედი 21 აპრილსაა დაბადებული, პრინცი ლუი - 23 აპრილს, პრინცესა შარლოტა - 4 მაისს. "სასექსელი ბავშვიც" 6 მაისს დაიბადა და ისიც კუროს ნიშნის ქვეშ.

როგორც ასტროლოგი ალისა ბელი განმარტავს, ეს უბრალო დამთხვევა არ არის. "სამეფო ოჯახის წევრები ხშირად ზოდიაქოს ერთი და იმავე ნიშნის ქვეშ დაიბადებიან, რამდენადაც ოჯახური ურთიერთობები ძალიან კარმულია". "კარმულში" ბელი იმას მოიაზრებს, რომ თითოეული ადამიანი სხვაზე დიდ გავლენას ახდენს.

Astrologia

გაირკვა, რომ არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ ჭარბობს სამეფო ოჯახში კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულთა რიცხვი. დინასტიის ბევრი წევრი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც საიმედო, შრომისმოყვარე, ესთეტიკური ტრადიციებისადმი თავდადებულნი, კონსერვატიული შეხედულებების მქონენი. შევთანხმდეთ, რომ ეს თვისებები სავალდებულოა მათთვის, ვინც მონარქიას მონარქიად აქცევს. დედოფალი ელისაბედი ჭეშმარიტი კუროა - ეს მისი სამოსითაც მტკიცდება.

"დედოფლის ჩაცმის მანერა - ყველაზე აშკარა გამოვლინებაა იმისა, რომ ის კუროა. ყოველდღიურად ერთმანეთის მსგავს კოსტიუმებს ირგებს - იცვლება მხოლოდ ფერი. ეს დედოფალს ისევე ახასიათებს, როგორც კუროს, რადგან ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის იმას ირჩევენ, რაშიც თავდაჯერებულად გრძნობენ თავს. კიდევ ერთი გამოკვეთილი ნიშანია მისი თავდაუზოგავი შრომა და ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერა. კუროები ისტორიას პატივს სცემენ და მის შენარჩუნებას ცდილობენ".

ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი მონარქის მთავარი მახასიათებლებია - შრომისმოყვარეობა და ერთგულება. მიუხედავად დიდი ასაკისა, მისი დასვენების ერთადერთი პერიოდი - შობა და აღდგომაა.

კურო ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელიც ოჯახზეა ორიენტირებული, რაც იდეალურია მონარქებისთვის, რომლებიც მემკვიდრეობას ძალიან უფრთხილდებიან. „სწორედ ეს ასტროლოგიური განსაკუთრებულობა ეხმარება დინასტიას, ამდენად დიდხანს მართოს. გასაკვირი არ არის, რომ მისი ბევრი ნათესავი კუროს ნიშნის ქვეშაა დაბადებული, რამდენადაც ეს ერთ-ერთი ყველაზე ოჯახური ნიშანია“.

რა ცვლილებებს უმზადებს ივლისი ზოდიაქოს ნიშნებს - ტაროს კარტების პროგნოზი

რატომ არ ახსოვს ადამიანს წინა ინკარნაციებში განვლილი ცხოვრება და რა არის ასტრალური პარალელური სამყარო

რა მოსდის სულს სხეულის სიკვდილის შემდეგ? - თეორია, რომელიც შესაძლოა, არ გსმენიათ