ავსტრალიაში ახალი დილერ-ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, იტალიური ავტომწარმოებლის დირექტორმა, ამადეო ფელისამ 4 სიახლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მისი თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს, დილერთა სალონებში სუპერავტოს - 599 GTB Fiorino– GTO - ახალი მოდიფიკაცია გამოჩნდება, რომელიც სავარაუდოდ, 650 ცხ.ძ-მდე ფორსირებული, 6-ლიტრიანი V12 ძრავათი იქნება აღჭურვილი. 2011 წლისთვის კომპანია "ფერარი" სპორტავტოს - 458 Italia - Ria ვერსიის წარმოდგენას გეგმავს. გარდა ამისა, კომპანიის დირექტორმა ისიც აღნიშნა, რომ მარტში, ჟენევის მოტორშოუზე 599 GTB Fiorino-ს ბაზაზე აწყობილი ჰიბრიდული ავტომობილის დებიუტი შედგება, რომელიც სტანდარტულ 599-ზე 80 კგ-ით მძიმე იქნება.
"ჰიბრიდული ტექნოლოგია ჯერაც არაა მზად. ჯერჯერობით არც ის გადაგვიწყვეტია, თუ როდის გავიყვანთ ბაზარზე ასეთ მანქანას... ჰიბრიდული შეიძლება გახდეს წინა და საშუალო მოტორის მქონე სპორტ-ავტოები, აგრეთვე, V8 ან V12 ძრავათი აღჭურვილი მანქანები", - დასძენს ფელისა, რომელიც იმასაც უსვამს ხაზს, რომ პირველად, საწვავის ეკონომიურობის გასაუმჯობესებელი ტექნოლოგიები მოდელზე - California - 2011 წელს გამოჩნდება; ასევე, კომპანია მოდელის - Enzo - მემკვიდრე სუპერავტოს ქმნის.
წინასწარი ინფორმაციით, ასეთ ავტომობილს 750-800 ცხ.ძ. სიმძლავრის მქონე, 12-ცილინდრიანი მოტორი ან V8 ძრავა დაუმონტაჟდება, რომელიც თავის მხრივ, 50-100 ცხ.ძ. სიმძლავრეს განავითარებს. სიახლე უახლოეს ორ წელიწადში, შეზღუდული ტირაჟით, 500 ეგზემპლარად გამოვა.
ალექსი რეხვიაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)




















