იტალიურმა სალონმა ”Pininfarina”, კონცეპტუალური როდსტერის მორიგი ფოტო გაავრცელა. ახალ ავტომობილს ჟენევის მოტოშოუზე წარადგენენ. ავტომობილი, რომელიც კომპანიამ არსებობის მეოთხმოცე წლისთავთან და ბრენდ ”Alfa Romeo”-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნა, მოდელ ”Duetto”-ს თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ამ უკანასკნელს გასული საუკუნის 60-იან წლებში უშვებდნენ. ამის შესახებ გამომცემლობა ”Auto Week” იტყობინება.როგორც მოსალოდნელია, ახალი ავტომობილის სახელწოდება ”Giulia” იქნება - ამგვარი სახელწოდებით კომპანია ”Alfa Romeo” ერთ-ერთ მოდელს 1962 წლიდან 1978 წლამდე უშვებდა.
მომზადებულია auto.lenta.ru-ს მიხედვით.




















