რუმინეთის ქალაქ პეკიკის ხელმძღვანელობამ გზებზე ახალი საგზაო ნიშნის დამონტაჟების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მძღოლებს სავალ ნაწილზე ფეხით მოსიარულე მთვრალი ადამიანების შესახებ გააფრთხილებს. როგორც ”Ananova” ქალაქის მერის, პეტრუ ანტალის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, ამგვარ საგზაო ნიშნებს გზებზე გახშირებული ავტო-საგზაო შემთხვევების გამო დაამონტაჟებენ.
ახალ საგზაო ნიშანზე წარწერით: ”ყურადღება! მთვრალები!” ოთხზე დამდგარი ადამიანი იქნება გამოსახული ბოთლით ხელში.
ქალაქის მერის აზრით, ახალი საგზაო ნიშნები დიდ გავლენას მოახდენს ქალაქის გზებზე არსებულ ვითარებაზე.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.




















