ამერიკის ავტომწარმობელი კონცერნი "ჯენერალ მოტორსი" უკან იხმობს თავის 1,5 მილიონ გაყიდულ ავტომობილს. ამის მიზეზი მანქანის მინების მწმენდავი სისტემის დეფექტია, რომლის გამო შესაძლოა ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდეს.
ეს საშიში ხარვეზი აღმოაჩნდა "ჯენერალ მოტორსის" ავტომობილთა საკმაოდ ბევრ სახეობას: პიკაპებს, ჯიპებს, კროსოვერებსა და მსუბუქ მანქანებს. დაწუნებულთა სიაში აღმოჩნდნენ 2006-2009 წლის მოდელები: Buick, Cadillac, Chevrolet, GMC და Hummer-ი.
თითქმის 1,4 მილიონი ხარვეზიანი ავტომობილი აშშ-ის ტერიტორიაზეა გაყიდული, 100 ათასი კი კანადასა და მექსიკაში.
"ანალიზმა გვიჩვენა, რომ ექსპლუატირებულ ავტომობილთა შორის ხარვეზით გამოწვეული ინციდენტების რიცხვი ძალიან უმნიშვნელოა, თუმცა ჩვენ მაინც არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენმა კლიენტებმა ინერვიულონ", - განაცხადა კონცერნის გენერალურმა დირექტორმა ჯეფ ბოიერმა.
"ჯენერალ მოტორსის" მესვეურებმა მსგავსი აქცია დეფექტის გამოსასწორებლად 2008 წელსაც წამოიწყეს, თუმცა პრობლემა დღემდე ვერ გადაჭრეს.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.