სუპერქარმა Pagani Zonda R ნიურბურგრინგზე რეკორდი დაამყარა

სუპერქარმა Pagani Zonda R ნიურბურგრინგზე რეკორდი დაამყარა

გერმანიაში ნიურბურგრინგის ტრასაზე ავტომობილმა Pagani Zonda R ახალი რეკორდი დაამყარა. მან 20 კმ-იანი წრე 6 წუთსა და 47 წამში დაფარა, რითაც გააუმჯობესა კიდევ ერთი იტალიური მოდელის Ferrari 599XX აპრილში დამყარებული რეკორდი (6 წუთი, 58 წამი).

სუპერქარი Pagani Zonda R, რომლის ძარა კარბონისგანაა დამზადებული, 1070 კგ-ს იწონის, 100 კმ/სთ სიჩქარეს კი 2,7 წამში ავითარებს. Pagani Zonda R პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სწაფი ავტომობილია. მოდელი აღჭურვილია 740 ცხ.ძ-იანი, 6,0 ლიტრიანი ძრავით (V12).

Pagani Zonda R-ის მწარმოებლები მხოლოდ 15 ავტომობილს დაამზადებენ. მისი ფასი დაახლოებით 1,5 მილიონი ევრო იქნება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)