BMW-მ ელექტრომობილის ესკიზი წარმოადგინა

BMW-მ ელექტრომობილის ესკიზი წარმოადგინა

კომპანიამ BMW საქალაქო ელექტრომობილის პირველი ესკიზები წარმოადგინა, რომელსაც პირობითი სახელწოდება MCV (Mega City Vehicle) დაარქვეს.

სავარაუდოდ, ელექტრომობილი უკანა ამძრავით იქნება, მისი ელექტროძრავის სიმძლავრე კი 100 კილოვატს შეადგენს. დაგეგმილია ასევე MCV-ის ჰიბრიდული ვერსიის გამოშვებაც, რომელიც კომპაქტური შიდაწვის ძრავით აღიჭურვება. ამ შემთხვევაში შიდაწვის ძრავი აკუმულატორების დასამუხტად გამოიყენება.

ავტომობილის ძარა არმირებული ნახშირბადის პლასტიკისგან (კარბონი) დამზადდება. რომელიც სიმტკიცით ჩვეულებრივ მასალას არ ჩამოუვარდება  და ალუმინზე 50%-ით მსუბუქია. ახალი ავტომობილი ოთხადგილიანი იქნება და 2013 წლიდან გაიყიდება.

მომავალში BMW კიდევ ერთი ელექტრომობილის შექმნას ჩინურ კომპანიასთან Brilliance Automotive Holdings ერთადაც აპირებს. 

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)