სექტემბერში პარიზის ავტოსალონზე კომპანია Renault კონცეპტქარ DeZir-ს წარმოადგენს, რომელსაც ძრავა ძარის შუაგულში ექნება. ელექტრომობილის პროექტი კომპანიის ახალ შეფ-დიზაინერ ლორენს ვან დენ აკერს ეკუთვნის, რომელიც ფრანგულ კომპანიაში ”მაზდადან” გადავიდა.
Renault DeZir-ის კომპოზიტური მასალის, კევლარის ძარა აწყობილია ფოლადის მილებისგან შემდგარ ჩონჩხზე. ავტომობილი 830 კგ-ს იწონის, მისი 148 ცხ-ძალიანი ელექტროძრავა კი 100კმ/სთ სიჩქარეს 5 წამში ავითარებს.
სრულად დამუხტული აკუმულატორები ელექტრომობილს 160 კმ მანძილზე გადაადგილებისთვის ჰყოფნის. აღსანიშნავია, რომ Renault Quick Drop-ტექნოლოგიით ბატარეების 80%-ით დამუხტვას სულ 20 წუთი სჭირდება.
Renault-ის წარმომადგენელთა თქმით, ეს კონცეპტი გახდება მაჩვენებელი იმისა, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს მომავალში ფრანგული ავტომობილის დიზაინი.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კონცეპტკუპე ახალი სპორტქარის პროტოტიპი გახდება, რომელსაც Renault მომავალში Alpine-ის მარკით გამოუშვებს. თუმცა, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.