"АвтоВАЗ" ახალი ავტომობილისთვის სახელს არჩევს

"АвтоВАЗ" ახალი ავტომობილისთვის სახელს არჩევს

"АвтоВАЗ"-მა თავისი ახალი ავტომობილისთვის სახელის შესარჩევი კონკურსი დაასრულებულად გამოაცხადა, რომელიც ივნისს ბოლოს დაიწყო. ახალი ავტომობილის წარმოება 2011 წლიდან დაიწყება.

კონკურსში მონაწილე 48 ათასმა ადამიანმა ქარხანას ავტომობილის სახელის 38 ათასამდე სხვადასხვა ვარიანტი გაუგზავნა, რომელთაგან რუსული ავტომწარმოებლები საუკეთესოს შეარჩევენ. კონკურსის "სახალხო ავტომობილს - სახალხო სახელი" გამარჯვებული ამ თვის ბოლოს გამოვლინდება და ის პრიზის სახით ავტომობილ Lada  Kalina-ს მიიღებს.

Kalina-ის პლატფორმაზე შექმნილი "АвтоВАЗ"-ის ახალი მოდელი ხელმისაწვდომი ავტომობილების სეგმენტს მიეკუთვნება. როგორ რუსი ავტომწარმოებლები აღნიშნავენ, მოდელი კომფორტის თანამედროვე დონით, ხარისხითა და უსაფრთხოებით გამოირჩევა.

ავტომობილისთვის სახელწოდების შესარჩევად საზოგადოების აზრის გათვალისწინება "АвтоВАЗ"-ისთვის პირველი შემთხვევა არაა. 1968 წელს "ვაზ 2101"-ის სახელისთვის გამოცხადებულ კონკურსში 55 ათასამდე ადამიანმა თავისი ვარიანტი წარმოადგინა. შეთავაზებულ სახელებს შორის იყო: "მეგობრობა", "ლენინელი", "საიუბილეო", "მერცხალი", "ნაპერწკალი", "ოცნება" და ა.შ. თუმცა მაშინ ყველაზე მეტი ხმით "ჟიგულმა" გაიმარჯვა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)