Skoda იაფ მცირელიტრაჟიან ავტომობილს გამოუშვებს

Skoda იაფ მცირელიტრაჟიან ავტომობილს გამოუშვებს

კომპანია Skoda-ის ხელმძღვანელობამ სუბკომპაქტური ავტომობილის პროექტი დაამტკიცა, რომელიც ჩეხური მარკის გამაში ყველაზე იაფი მოდელი იქნება. როგორც გამოცემა Auto Express იტყობინება, ავტომობილს Joyster ერქმევა და კონვეირზე სავარაუდოდ 2012 წლიდან გამოჩნდება.

Skoda Joyster პროტოტიპ Volkswagen Up!-ის მოტივებზე აიგება. იმავე ბაზაზე შეიქმნება კიდევ ერთი მოდელი, რომლის სახელი Seat იქნება. კონცეპტ-ქარის Up!-ის დარად, ორივე მოდელი წინა ამძრავით იქნება წარმოდგენილი. ინჟინრებმა ძრავის უკანა ნაწილში განლაგება და ამძრავის უკანა ბორბალზე გადატანა ტექნიკური პრობლემის გამო გადაიფიქრეს.

თანაც, ტრადიციულმა კონსტრუქციამ გაამარტივა და გააიაფა წარმოების პროცესი. ასევე გაიზარდა საბარგულის მოცულობაც.

წინასწარი მონაცემებით, სუბკომპაქტური "შკოდა" ორი სახის - ბენზინისა და დიზელის სამცილინდრაინი, 75 ცხ/ძ-იანი ძრავებით აღიჭურვება. ბენზინზე მომუშავე ძრავის მოცულობა 1 ლიტრი იქნება, დიზელისა კი - 1,2 ლ. სავარაუდოდ, ახალი ავტომობილი ორ - სამ და ხუთკარიან ვერსიებად იქნება წარმოდგენილი, მისი წონა კი 830 კგ-ს შეადგენს.

როგორც ცნობილია, შკოდა Skoda Joyster-ს ბრატისლავას ქარხანაში აწარმოებენ. ავტომობილის ფასი 9 ათასი ევროდან დაიწყება და ბაზარზე კონკურენციას Toyota iQ-სა და Peugeot 107-ს გაუწევს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)