"ფორდის" ნოვაცია

"ფორდის" ნოვაცია

კომპანია "ფორდი" მომავალი თაობის მულტიმედიურ სისტემა Sync-ს ხმის ამოცნობის ტექნოლოგიით აღჭურვავს, რომელსაც 10 ათასი პრიმიტიული ბრძანების გარჩევის შესაძლებლობა ექნება. პირველი ავტომობილი, რომელშიც აღნიშნულ სისტემას დაამონტაჟებენ, 2011 სამოდელო წლის Ford Edge იქნება.

ამჟამად სისტემა "სინკს" მხოლოდ 100-ხმოვანი ბრძანების ამოცნობა და შესრულება შეუძლია. გარდა ამისა, მას შედარებით რთული ინტერფეისი აქვს. კერძოდ, იმისათვის, რომ მფლობელმა ვინმეს დაურეკოს, თავდაპირველად ბრძანება "Phone" (ტელეფონი) უნდა წარმოთქვას, მოიცადოს, ვიდრე სატელეფონო წიგნაკი გაიხსნება და მხოლოდ ამის შემდეგ დაასახელოს სასურველი აბონენტი.

ახალი "სინკი" ბრძანების უმალვე გაცემისა და აბონენტის სახელის წარმოთქმის საშუალებას იძლევა (მაგალითად "Coll John Smith").

ამასთან, მასში გაფართოებულია სიტყვების თადარიგი, რაც მძღოლისგან ამა თუ იმ ბრძანების ერთადერთი ვარიანტის დამახსოვრებას აღარ მოითხოვს. მაგალითად, სალონში ტემპერატურის ასაწევად შეიძლება ისეთი სიტყვების გამოთქმა, როგორებიცაა "Warmer", "Increase temperature" ან "Temperature up".

კომპანია "ფორდი" პირველ ავტომწარმოებლად იქცა, რომელმაც მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატორ ჩარლზ შუმერის ინიციატივას, რაც მობილური მოწყობილობების ეკრანებიდან ტექსტის წაკითხვის ან მისი კლავიატურით აკრეფის კანონით აკრძალვაში მდგომარეობდა.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)