Nissan-მა აშშ-დან და კანადიდან ავტომობილები გაიწვია

Nissan-მა აშშ-დან და კანადიდან ავტომობილები გაიწვია

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Nissan Motor Co აშშ-დან და კანადიდან 51 000 ჰეჩბეკის ტიპის Cube-ის მოდელის ავტომობილი გაიწვია. ამის შესახებ უცხოური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.

Nissan-ის ავტომობილების ამ მოდელს საწვავის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოაჩნდა.

ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ავტომობილის უკანა ნაწილში დარტყმის შემთხვევაში საწვავი ჟონავდა.

აღნიშნული ხარვეზის გამო აშშ-დან გაწვეულია 2009 წლის 30 იანვარს გამოშვებული 45 700 ავტომობილი, ხოლო კანადიდან - 5 400 ავტომობილი.

"ინტერპრესნიუსი"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)